თქვენი გაზის იმპორტის 58% და ელექტროენერგიის იმპორტის 44% უნგრეთიდან მოდის, უფრო მოკრძალებული უნდა იყოთ – პიტერ სიიარტომ ანდრეი სიბიგას

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, პიტერ სიიარტოს განცხადებით, უნგრეთთან მიმართებით უფრო მოკრძალებული უნდა იყოს.
აღნიშნულის შესახებ სიიარტომ სოციალურ ქსელში უკრაინელი კოლეგის, ანდრეი სიბიგას საპასუხოდ დაწერა. კერძოდ, სიაარტო გამოეხმაურა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის იმ განცხადებას, სადაც სიბიგა აღნიშნავს: „ს ყველაზე ღირებული გაყინული აქტივი ევროპაში“.
„ძვირფასო მინისტრო, შემიძლია, შეგახსენოთ, თქვენი გაზის იმპორტის 58% და ელექტროენერგიის იმპორტის 44% უნგრეთიდან მოდის. ცოტა უფრო მოკრძალებული უნდა იყოთ. არაერთხელ გითხარით და შემიძლია, გავიმეორო: თქვენი ომი რუსეთთან ჩვენი ომი არ არის და ჩვენ არ ვართ მზად, უნგრელი ხალხის უსაფრთხოება რისკის ქვეშ დავაყენოთ“, – წერს სიიარტო.
წყარო: 1tv.ge