ტოკიო კიევს მომდევნო წელს ექვსი მილიარდი დოლარით დაეხმარება – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ იაპონია კიევს მომდევნო წელს ექვსი მილიარდი დოლარით დაეხმარება.
როგორც ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს, იაპონიის დახმარებას აფასებს და მისი დახმარებით ქვეყანა რუსული აგრესიის წინააღმდეგ თავდაცვის გაძლიერებას შეძლებს.
„მადლობას ვუხდი იაპონიას და პრემიერ-მინისტრ სანაე ტაკაიჩის მომავალ წელს უკრაინისთვის დამატებითი ფინანსური დახმარების გამოყოფისთვის. დახმარების საერთო მოცულობა თითქმის ექვს მილიარდ დოლარს შეადგენს, რაც გააძლიერებს ჩვენს თავდაცვას რუსული აგრესიის წინააღმდეგ. ჩვენ დიდად ვაფასებთ, რომ იაპონია ასეთ ლიდერულ პოზიციას იკავებს არა მხოლოდ ინდოეთ-წყნარი ოკეანის რეგიონში, არამედ გლობალურად. ეს მნიშვნელოვანი წვლილია ჩვენს მდგრადობაში და, შესაბამისად, საერთაშორისო წესებზე დაფუძნებულ წესრიგში. საერთაშორისო წესრიგი აუცილებელია, რომ თავიდან ავიცილოთ ს დამახინჯებული საომარი პოლიტიკის გაგრძელება ნებისმიერ ადგილას“, – წერს ზელენსკი.
1tv.ge