უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ოკუპირებულ ყირიმში „სუ-27“ ტიპის ორი რუსული თვითმფრინავი გაანადგურეს

უკრაინელებმა დროებით ოკუპირებულ ყირიმში, ბელბეკის აეროდრომზე ორი რუსული „სუ-27“ ტიპის თვითმფრინავი გაანადგურეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
„უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის სპეციალური ოპერაციების ცენტრის „ალფა“-ს შორი მოქმედების დრონებმა ორი სუ-27 ტიპის თვითმფრინავი გაანადგურეს ბელბეკში, რუსეთის სამხედრო
აეროდრომზე, დროებით ოკუპირებულ ყირიმში. ერთ-ერთი თვითმფრინავი სადესანტო ზოლზე იმყოფებოდა, საბრძოლო მასალით დატვირთული და საბრძოლო მზადყოფნაში. ის განადგურდა“, – აცხადებენ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში.
უწყების ინფორმაციით, ორივე თვითმფრინავის სავარაუდო ღირებულება დაახლოებით 70 მილიონი დოლარია.
ასევე დადასტურდა სადისპეტჩერო კოშკზე დარტყმა, რამაც შეიძლება გაართულოს აეროდრომზე ფრენების ორგანიზება და კონტროლი.
„ეს არის უსაფრთხოების სამსახურის მიერ მეორე წარმატებული თავდასხმა ბელბეკის აეროდრომზე ბოლო დღეების განმავლობაში. 18 დეკემბერს, უსაფრთხოების სამსახურის დრონებმა აეროდრომზე ასობით მილიონი დოლარის ღირებულების რუსული ტექნიკა გაანადგურეს“, – აცხადებენ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში.
მათი ინფორმაციით, განადგურებულ რუსულ ტექნიკას შორის იყო: ორი რადარი, სარაკეტო სისტემა და „მიგ-31“ ტიპის თვითმფრინავი საბრძოლო მასალის სრული კომპლექტით.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ჯაფარიძე: ფინანსურად ივანიშვილი შეინახავს „იმედს“, აქ მთავარია, რამდენად შეძლებს ისევ ისე ოპერირებას და მგონია, რომ ვერ შეძლებს – „იმედი“ დასუსტდა და ეს პირდაპირ პროპორციული იქნება „ქართული ოცნების“ დასუსტების

“ჩვენ ბოლომდე კონტროლქვეშ გვაქვს ვითარება… არაფერი გადასარჩენი არ სჭირს არც „იმედს“ და არც „პოსტივის“” – ირაკლი კობახიძისა და „ფორმულას“ ჟურნალისტ სალომე ლაბაძის კითხვა-პასუხი (ვიდეო)