კახა კალაძე ფონდ “ქართუს” შესახებ გაკეთებულ განცხადებებზე: ეს არის ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ მიმართული ბინძური კამპანია, რომელიც დღეს არ დაწყებულა, თუმცა არავის არაფერი გამოუვა

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ფონდი “ქართუს” წინააღმდეგ მიმართული ნეგატიური კამპანიის ადრესატი, სინამდვილეში, ა. ამის შესახებ კალაძემ ჟურნალისტებს ფონდის შესახებ გაკეთებული განცხადებების კომენტირებისას განუცხადა.
“ეს ახალი არ არის, უკვე დიდი ხანია ვიცით, რა დამოკიდებულებაა. ეს არის ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ მიმართული ბინძური კამპანია, რაც დღეს არ დაწყებულა. მთელი ამ ხნის განმავლობაში, ჩვენ ვისმენთ ძალიან ბევრ ტყუილსა და სიბინძურეს. აქვთ მცდელობა, რომ როგორმე საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ, ტალახი ესროლონ ამ ადამიანს.
ყველამ იცით, თუ რამდენად მნიშვნელოვანი ორგანიზაციაა საქველმოქმედო ფონდი “ქართუ”, რამდენი საქველმოქმედო პროექტი აქვს განხორციელებული, მილიარდობით დოლარი აქვთ დახარჯული მთელი ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა უმნიშვნელოვანეს პროექტზე. როდესაც ხარ წარმატებული და ასეთ უმნიშვნელოვანეს საქველმოქმედო პროექტებს ახორციელებ, რა თქმა უნდა, არის შემოტევები, რომ როგორ დაგაზიანონ, როგორმე საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ, თუმცა არავის არაფერი გამოუვა“, – განაცხადა კალაძემ.
ფონდმა “ქართუმ” განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ „ბოლო დღეებში რამდენიმე ტელეკომპანიამ, რომელთა ზურგს უკან მარტივად ამოიცნობა კონკრეტული პოლიტიკური ძალები, გაშალეს შავი პიარის ერთიანი ფრონტი ბიძინა ივანიშვილისა და ფონდი “ქართუს” წინააღმდეგ“.

ასევე დაგაინტერესებთ

ევროკავშირის ოთხმა ქვეყანამ, საფრანგეთმა, ბელგიამ, ესპანეთმა და ნიდერლანდებმა, 2022 წლიდან, როცა რუსეთის მხრიდან უკრაინაში სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესია დაიწყო, 2025 წლამდე, რუსეთს უფრო მეტი თანხა გადაუხადეს ბუნებრივი აირისთვის, ვიდრე ჯამურად დახარჯეს უკრაინის დახმარებაზე

ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი მიღწევა ამ 13 წლის განმავლობაში, არის ის მშვიდობა და სტაბილურობა, რომელიც 2012 წლიდან დაიწყო. დარწმუნებული ვართ, რომ ამ მტკიცე პოლიტიკით და იმ ხედვით, რომელიც ჩვენს გუნდს გააჩნია, ჩვენი ქვეყანა სულ წინ და წინ ივლის