თბილისი დღეს საპროტესტო მარშისთვის ემზადება

დღეს საღამოს 19:00 საათზე ხალხი ისევ ქუჩაში გადის – ეს იქნება ხალხის პირველი პროტესტი ევროკომისიის მძიმე ანგარიშის შემდეგ.
აქციის ამკრძალავი კანონების მიუხედავად, მოქალაქეები ამ საღამოსაც შეეცდებიან ქუჩებში გავიდნენ და დაგმონ ივანიშვილისს პარტიის პოლიტიკა.
შეკრება დღესაც ფილარმონიიდან დაიწყება და მსვლელობის მონაწილეეები შეძახილებით ჩაივლიან რუსთაველის გამზირს.
ბრძოლა უნდა გავაგრძელოთ ყველა მიმართულებით და პროტესტი არის ამის ყველაზე მკაფიო მაგალითი. იყო საუბარი, რომ ყველა ყოველდღე ვერ გამოვა, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ თითოეულმა მოქალაქემ ერთი დღე მაინც გამოყოს ამისთვის”, – ამბობს სამოქალაქო აქტივისტი.
„საქართველომ შეიძლება სრულად დაკარგოს უვიზო რეჟიმი“ – გარკვეულ ეტაპზე საქართველოს მთელ მოსახლეობას ემუქრება ევროკავშირის მიერ უვიზო მიმოსვლის შეჩერება.
ევროკომისია აცხადებს, რომ საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის „სისტემური და მიზანმიმართული ხასიათის გათვალისწინებით“, უვიზო მიმოსვლის შეჩერებას განიხილავს იმ ახალი წესების ფარგლებში, რაც ძალაში 2025 წლის 30 დეკემბერს შედის.
ევროკომისიის თანახმად, პირველ ეტაპზე შეზღუდვა შეიძლება შეეხოს დიპლომატიური/სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებს, შემდეგ ეტაპზე კი – მთელ მოსახლეობას;
ეს მოხდება იმ შემთხვევაში, თუკი ხელისუფლება „პრობლემებს არ მოაგვარებს“ – არ შეასრულებს ბრიუსელისგან არაერთგზის მიღებულ რეკომენდაციებს.
ჯერჯერობით ევროკომისია კონკრეტულ თარიღებს არ ასახელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი კობერიძე: მშობლების მხრიდან ბავშვების წამალთან დაკავშირებული დახმარების თხოვნა, მოწყალების ძიება კი არ არის, არამედ ჩემი, შენი, მათი და ყველას მიერ გადახდილი და შექმნილი ბიუჯეტიდან დახმარების მოთხოვნაა

ალექსანდრე რაქვიაშვილი: კობახიძემ 6 თვის შემდეგ აღმოაჩინა, რომ ფასების ზრდაზე ეროვნული ბანკია პასუხისმგებელი, მაგრამ, რადგან თვითონ ეკონომიკის აზრზე არაა, ეროვნული ბანკის აფერისტებმა აშკარად დააგოიმეს…