რუსებმა ოდესაში საპორტო ინფრასტრუქტურას დაარტყეს, დაიღუპა 8 ადამიანი და დაშავდა 28

რუსულმა ძალებმა ოდესის ოლქში პორტის ინფრასტრუქტურის ობიექტზე ბალისტიკური რაკეტით დარტყმა განახორციელეს, თავდასხმის შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის მთავარ დირექტორატზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ოდესის ოლქში მტრის თავდასხმის შედეგად რვა ადამიანი დაიღუპა, 27 კი – დაშავდა. ზოგიერთი მათგანი ავტობუსში იმყოფებოდა, რომელიც დარტყმის ეპიცენტრში მოხვდა“, – განაცხადეს მაშველებმა.
წინასწარი ინფორმაციით, გარდაცვლილთა ასაკი 20-დან 62 წლამდეა.მათი ინფორმაციით, ავტოსადგომზე მდგომ სატვირთო და მსუბუქ მანქანებს ცეცხლი გაუჩნდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ყაველაშვილი: უფრო მეტი ქვეყანა რომ ყოფილიყო იმ პრინციპებისა და სამშვიდობო პოლიტიკის ერთგული, რომელსაც საქართველო და სლოვაკეთი აწარმოებს, დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინაში ომი არ იქნებოდა

სალომე სიმონია: ქვეყანაში, სადაც პარლამენტის თავმჯდომარეც კი მევახშეა, მინისტრს და დეპუტატებს დიდი ოდენობით თანხები აქვთ გაპროცენტებული; საჯარო უწყებები მილიონერებით არის სავსე. ამ დროს, ხალხი ვალებში იხრჩობა