8 ადამიანი დაიღუპა ოდესაში, რუსების ნასროლი ბალისტიკური რაკეტების დარტყმის გამო

19 დეკემბრის საღამოს ს არმიამ ოდესის ოლქის პორტის ინფრასტრუქტურაზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმა განახორციელა. დაიღუპა რვა ადამიანი, დაშავებულთა რიცხვი კი 30-მდეა. ეს ინფორმაცია ოდესის ოლქის საგანგებო სიტუაციების სამსახურმა გაავრცელა.
„ოდესის ოლქში მტრის თავდასხმას რვა ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ხოლო კიდევ 27 ადამიანი დაშავდა. ზოგიერთი მათგანი ავტობუსში იმყოფებოდა, რომელიც იმ დროს დარტყმის ეპიცენტრში იყო“, – განაცხადეს მაშველებმა.
მათივე თქმით, დაზიანდა მსუბუქი ავტომობილები და ცეცხლი გაუჩნდა სატვირთოებს.
თითქმის ოთხი წელია უკრაინის ტერიტორიაზე სრულმასტაბიან ომს აწარმოებს. ამ დროის განმავლობაში ათი ათასობით ადამიანი დაიღუპა.
ფორუმი