უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კასპიის ზღვაში რუსულ სამხედრო ხომალდს და საბურღ პლატფორმას დაარტყეს

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, უკრაინის თავდაცვის ძალებმა კასპიის ზღვაში რუსულ ხომალდ „ოხოტნიკს“ დაარტყეს.
„19 დეკემბრის ღამეს, უკრაინის თავდაცვის ძალებმა წარმატებით გაანადგურეს რუსული პროექტის, 22460-ის სამხედრო ხომალდი „ოხოტნიკი“. ის კასპიის ზღვაში ნავთობისა და გაზის მოპოვების პლატფორმის მახლობლად პატრულირებდა“, – ნათქვამია განცხადებაში.
გენშტაბში აცხადებენ, რომ ხომალდს რამდენიმე უკრაინული დრონი მოხვდა.
გარდა ამისა, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კასპიის ზღვაში, ფილანოვსკის ნავთობისა და გაზის საბადოზე, „ლუკოილის“ საკუთრებაში არსებულ საბურღ პლატფორმას დაარტყეს.
ასევე დაზიანდა ყირიმის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე, კრასნოსელსკოეს მახლობლად მდებარე RSP-6M2 სარადარო სისტემა. გენერალური შტაბის ცნობით, რადარი შექმნილია საჰაერო ხომალდების მოძრაობის რეგულირებისთვის, კერძოდ, ცუდი ხილვადობის პირობებში ზუსტი დაშვებისთვის.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – ირაკლი კობახიძე ყოველ აგვისტოს აკეთებს გარკვეულ პროვოკაციული ტიპის განცხადებას რუსეთის თემასთან დაკავშირებით – ჩვენ ადრე ვთქვით, რომ რუსების უკონტროლო შემოშვება ცუდად დამთავრდება