საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის მზადების ფარგლებში ერევნის საერთაშორისო ტურნირზე მიიღებს მონაწილეობას.
ავთანდილ ასათიანის გუნდი ერევანში 19 დეკემბერს გაემგზავრა და 21-დან 24 დეკემბრის ჩათვლით სამ შეხვედრას გამართავს. საქართველოს ნაკრების მეტოქეები ყირგიზეთი, მოლდოვა და მასპინძელი სომხეთი იქნებიან.
21 დეკემბერი | ყირგიზეთი – საქართველო
22 დეკემბერი | საქართველო – მოლდოვა
24 დეკემბერი | სომხეთი – საქართველო
საქართველოს ნაკრები სომხეთის დედაქალაქში გასამართ ტურნირზე 17 ფეხბურთელით გაემგზავრა.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა
მეკარე: თორნიკე ბუკია (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), ბექა ტყემალაძე (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), ალი ასლანი (კსუ)
წინა ხაზი: გიორგი ჩიმაკაძე (კსუ), ვახტანგ კეკელია (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), არჩილ სებისკვერაძე (კსუ), ირაკლი თოდუა (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), ვახტანგ ჯვარაშვილი (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), ჯანო კვარაცხელია (ფაკელი), ნიკოლოზ გაბრიჩიძე (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), ნუკრი ჭუმბურიძე (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), საბა ტყეშელაშვილი (კსუ), ლევან სვანიძე (პსპ), ჯანიკო გიორგაია (კსუ), გიორგი ხაბალაევი (პსპ), გიორგი ღავთაძე (ტიუმენი), შოთა თოფურია (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი)
ფუტსალის ევროპის ჩემპიონატი 2026 წლის 21 იანვრიდან 7 თებერვლის ჩათვლით სლოვენიაში, ლატვიასა და ლიეტუვაში გაიმართება. საქართველოს ნაკრები A ჯგუფში იასპარეზებს, სადაც ჩვენი გუნდის მეტოქეები ლატვია, ხორვატია და საფრანგეთი იქნებიან.
ევრო 2026 | ჯგუფური ეტაპის კალენდარი
21 იანვარი | ლატვია – საქართველო (რიგა, ლატვია)
25 იანვარი | ხორვატია – საქართველო (რიგა, ლატვია)
28 იანვარი | საქართველო – საფრანგეთი (კაუნასი, ლიეტუვა)
NAKREBI.GE
თუ გვარდიოლა წავა – “სიტიმ” ესპანელის შემცვლელი შეარჩია
საქართველო 3:2 ყირგიზეთი
ფუტსალის ნაკრები საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზებს
ფუტსალი | საქართველო 2:2 ყირგიზეთი
საქართველო 10:1 ესტონეთი
საქართველო 5:0 ესტონეთი
ფუტსალი | საქართველოს ნაკრები ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს




