იუნა შაფათავა -სა და პროკურატურას მიმართავს – ,, მიკრძალავენ საკუთარი აზრის გამოხატვას”

-ში, ემიგრაციაში მყოფი მსახიობი, იუნა შაფათავა -სა და პროკურატურას მიმართავს:
,,პატივცემულო ბატონებო/ქალბატონებო,
მოგახსენებთ, რომ ფიზიკურად არ ვიმყოფები საქართველოში, 2016 წლის დეკემბრის ბოლოდან, ჩემი მუდმივი საცხოვრებელი ქვეყანა არის , კერძოდ, დაბა ნიუ-იორკი, ნიუ-იორკის შტატი.
ბოლოს საქართველოში ვიმყოფებოდი 2023 წელს, 5-დღის განმავლობაში.
მიუხედავად ამისა, საქართველოდან, ვირტუალურ სივრცეში, ჩემთვის უცნობი და ნაცნობი პირები, ახდენენ ჩემზე ზეწოლას, ცდილობენ შევიწროვებას, ყალბი პროფილებიდან და ნამდვილი პროფილებიდან;
ავრცელებენ ყალბ ინფორმაციას, ჩემი ფოტოების გამოყენებით.
მიკრძალავენ საკუთარი აზრის გამოხატვას კომენტარებში, მაყენებენ შეურაცხყოფას, ჩემს უსაფრთხოებას აყენებენ ზიანს, ასევე, ილახება ჩემი საჯარო იმიჯი, ყალბი ინფორმაციის და უსაფუძვლო ჭორების ჩათვლით. რაც არაერთხელ, ფიზიკური შეხვედრის დროს აშშ-ს ტერიტორიაზე, გამოითქვა სიტყვიერად, პრეტენზიის სახით პირადად, ჩემს მიმართ, უცნობი და ნაცნობი (საქართველოს მოქალაქე) პირების მხრიდან.
არ ვარ პოლიტიკურად ჩართული, არ ვარ პოლიტიკურად აქტიური. ვარ აბსოლუტურად აპოლიტიკური, გამჭვირვალე, ჩემს პროფესიონალურ საქმიანიბაში და პირად ცხოვრებაში.
ქუჩების ტერორისტები და შიდა ტერორი საქართველოში გასცდა ქუჩას და გავრცელდა უცხოეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებზე, ჩემი ჩათვლით.
გთხოვთ, მიიღოთ ზომები, ზემოხსენებული ზეწოლის და შეურაცხყოფის, ცილისწამების, შესაძლო ფიზიკური ზიანის და მორალური ზიანის, აგრეთვე, ჩემი იმიჯის შელახვის მცდელობების და კონკრეტული იმიჯის შელახვის შედეგების, თავიდან ასაცილებლად.
ჩემი მხრიდან, გიდასტურებთ, ადგილობრივ სამართალდამცველებთან ზომების მიღებას და შესაბამისად, ინფორმაციის მიწოდებას, ჩემი სიცოცხლის საფრთხის თავიდან ასაცილებლად, ჩემი პირადი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და ჩემი იმიჯის დასაცავად, საჯარო სივრცეში.
მზადყოფნას გიცხადებთ თანამშრომლობისთვის, ჩემი პირადი უსაფრთხოების დასაცავად, ქართულ ვირტუალირ სივრცეში და გლობალური მსოფლიოს პირობებში, ფიზიკური თავდასხმების და ნეგატიური შედეგების, თავიდან ასაცილებლად.
მტკიცებულებებს მოგაწვდით შესაბამისად, საჭიროებისამებრ.
დიდ მადლობას მოგახსენებთ წინასწარ, ჩემი თხოვნის მხედველობაში მიღებისთვის.
პატივისცემით,
იუნა შაფათავა”

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან გოგიჩაიშვილი – უარს არ ვეუბნებით, თუ ზურაბ ჯაფარიძე შეხვედრის სურვილს გამოთქვამს, შეხვედრას წინ არაფერი უდგას – ჯერ „ნაცები“ გაერთიანდნენ და შემდეგ სხვა ჯგუფებთან სცადონ მოლაპარაკება

მარკო რუბიო – შეთანხმება ორ რამეს საჭიროებს: ორივე მხარემ რაღაც მიიღოს და რაღაც დათმოს, გადაწყვეტილება უკრაინასა და რუსეთზე იქნება დამოკიდებული – პროგრესს მივაღწიეთ, მაგრამ ბევრია გასაკეთებელი, ყველაზე რთული ყოველთვის ბოლო საკითხებია

ზურაბ ჯაფარიძე – პროტესტი დემონსტრირებაა, რომ მოქალაქეები არ ეგუებიან დიქტატურას – განცდა უნდა გაჩნდეს ადამიანებში, რომ არის ალტერნატიული ძალა: შეთანხმება საერთო ბრძოლის სტრატეგიაზე, თუნდაც საერთო სიაზე, ხედვაზე, რაც არის „ქართული ქარტია“