მომღერალი ბაბი კირკიტაძე ტელეეკრანებზე ხშირად ჩანს. ის სოციალურ ქსელში ერთ-ერთი ყველაზე აქტიური და ხალხისთვის საყვარელი სახეა, ხშირად აქვეყნებს საკუთარი ყოველდღიურობის ამსახველ ფოტოებსა და ვიდეოებს. თავისი ენერგიულობის, ნიჭისა და ვიზუალის გამო ხშირად ექცევა საზოგადოების ყურადღების ცენტრში.
ცოტა ხნის წინ ანრი ჯოხაძემ ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში გრანდიოზული სოლო-კონცერტი გამართა. მომღერალი მსმენელის წინაშე საკუთარი პოპულარული სიმღერებითა და დუეტებით წარდგა. მან ცნობილი სიმღერები დასთან, მაგდა კოხაძესთან და ქართული სცენის სხვა ვარსკვლავებთან ერთად შეასრულა. მათ შორის იყვნენ: მაია ჯაბუა, ნინი ბადურაშვილი და ეკა კახიანი. საღამო ორიგინალური აკრობატული ნომრით მომღერალმა ბაბი კირკიტაძემ გააფორმა, რაც მსმენელისთვის მოულოდნელი სანახაობა აღმოჩნდა.
კონცერტის ერთ-ერთი ნომერი ყველასთვის კარგად ნაცნობი სიმღერა “სიყვარული დაფრინავს” იყო, რომელიც წლების წინ ნატო მეტონიძის, ლიზა ბაგრატიონისა და “უცნობის” შესრულებით გახდა პოპულარული. ამ საღამოზე კი დუეტში ანრიმ და ბაბიმ შეასრულეს. სიმღერის დროს ბაბი კირკიტაძემ სპეციალური აღჭურვილობით ჰაერში აკრობატული ნომერი შეასრულა და ამით მაყურებლისა და მსმენელის განსხვავებული განწყობები დაიმსახურა – ზოგმა ორიგინალური ნომერი მოიწონა, ზოგმა კი ქილიკისა და კრიტიკის ობიექტად აქცია.
ბაბიმ მის შესახებ სოციალურ ქსელში ყალბი ვიდეომასალის გავრცელების გამო სასამართლოს მიმართა.
“ვერასდროს წარმოვიდგენდი, თუ მსგავსი რამის დაწერა მომიწევდა, მაგრამ როგორც ჩანს, ადამიანების ბოროტებას საზღვარი არ აქვს!!! პირობას გაძლევთ, ადრე თუ გვიან ყველას პასუხი მოგეთხოვებათ, დამმონტაჟებელსაც და თითოეულ გამავრცელებელსაც ამ ცილისწამებისთვის! ვერც ჩურჩულით დადებული ხმა გიშველით და ვერც შუაში “სპიშკით” გადაფარული და დამონტაჟებული საზიზღრობა ფეიკით შემაშინებთ..!!! ყველასთვის გასაგები რომ იყოს: ჭორებით, დაცინვით და ათასი საშინელებით რომ ვერაფერი მიქნეს, ახლა ისეთ ამაზრზენ ვიდეომონტაჟს ავრცელებენ ჩემზე ჩათებში, პორნოსაიტებზეც რომ აღარ დებენ. მე ამასაც გავუძლებ, ამასაც რაღაცნაირად გადავიტან. იმ საზიზღრობის შემქმნელებს და გამავრცელებლებს რაც შეეხებათ, ისინი მთელი თავისი ცხოვრება თავისივე ბოროტებაში და ბოღმაში ჩაიხრჩობიან. აუცილებლად შევიტან სარჩელს და მანამ არ გავჩერდები, სანამ ყველა დამნაშავე პასუხს არ აგებს!” – წერდა ბაბი კირკიტაძე.
ამჯერად მომღერალი “ინსტაგრამზე” ბავშვობის ფოტოებს აქვეყნებს: