ალბათ არავისთვისაა უცხო უამრავი შეტყობინება, რომლებსაც სხვადასხვა არხიდან ვიღებთ და ფასდაკლების, აქციების, სპეციალური შეთავაზებების, ახალი პროდუქტების თუ რაიმე სხვა სახის სიახლეების შესახებ გვამცნობენ.
მსგავსი სერვისები და პროდუქტები არამხოლოდ ცალკეული მომხმარებლებისთვისაა საინტერესო, არამედ ბიზნესისთვისაც. თუმცა, ამ შემთხვევაში უფრო რთულია რელევანტურ ბიზნეს აუდიტორიამდე გასვლა: ბიზნესი ხელმძღვანელობს საჭიროებით და არა სურვილით, ანუ ყიდულობს იმ პროდუქტს ან სერვისს, რომელიც სჭირდება ბიზნესის საკეთებლად. ამავე დროს, არ არსებობს ისეთი ონლაინმაღაზია, სადაც ნებისმიერი ბიზნესი მისთვის სასურველ ყველა პროდუქტსა თუ სერვისს ნახავს, აარჩევს და იყიდის. ბიზნესს უწევს მოიძიოს იმ სერვისის მიმწოდებელი, რომელიც კონკრეტულ მომენტში სჭირდება. მეორეს მხრივ, კომპანიებს, რომლებსაც სურთ სერვისები შესთავაზონ ბიზნესს, უწევთ არაერთ არხში კომუნიკაციების გაშვება იმ იმედით, რომ მას იმ ბიზნესის წარმომადგენელი ნახავს, რომელსაც ეს სერვისი სჭირდება. ეს საკმაოდ რთული პროცესია და არც წარმატებაა გარანტირებული.
სწორედ ამიტომ, საქართველოს ბანკმა, სხვადასხვა ტიპის მომსახურებაზე ბიზნესისთვის ხელმისაწვდომობის გასაზრდელად, ბიზნესს მობილბანკს დაუმატა შეთავაზებების სივრცე, სადაც ამა თუ იმ სერვისზე ინფორმაციის სწრაფად მიღების გარდა, მათი გააქტიურებაცაა შესაძლებელი.