პუტინმა გამოაცხადა, რომ ში ყველა მიმართულებას უტევენ და „მოწინააღმდეგე უკან იხევს“

ს პრეზიდენტმა პუტინმა 19 დეკემბერს უკრაინის შესახებ საუბრით დაიწყო მოქალაქეებთან ე.წ. ცხელი ხაზი და მედიისთვის წლის შემაჯამებელი პრესკონფერენცია.
პუტინის თანახმად, ახლახან მიიღო გენერალური შტაბის მოხსენება „სპეციალური სამხედრო ოპერაციის ზონაში“ არსებული ვითარების შესახებ, „სტრატეგიული ინიციატივა სრულად ს ხელშია“, ყველა მიმართულებით უტევენ და „მოწინააღმდეგე უკან იხევს“.
რუსეთის პრეზიდენტის მტკიცებით, უკრაინის შეიარაღებული ძალები „უშედეგოდ ცდილობენ“ კრასნოარმეისკის თუნდაც ნაწილის დაბრუნებას და სერიოზული დანაკარგები აქვთ. რუსეთი კრასნოარმეისკს უწოდებს უკრაინის დონეცკის ოლქის ქალაქ პოკროვსკს, რომლის „გათავისუფლების“ შესახებაც, კრემლის თანახმად, პუტინს 30 ნოემბერს მოახსენა გენშტაბის უფროსმა გერასიმოვმა. მ პოკროვსკზე კონტროლის სრულად დაკარგვა უარყო.
პუტინმა დღეს ისიც განაცხადა, რომ „გათავისუფლებულია“ ქალაქ კონსტანტინოვკის ნახევარზე მეტი. ეს ქალაქიც უკრაინის დონეცკის ოლქშია. რუსეთის პრეზიდენტის მტკიცებით, უახლოეს ხანში „გათავისუფლდება“ ამავე ოლქის ქალაქი ლიმანიც.
პუტინის თქმით, რუსეთი უკრაინისგან ხედავს დიალოგისთვის მზადყოფნის „რაღაც სიგნალებს“, მაგრამ ვერ ხედავს ს მზადყოფნას, განიხილოს ტერიტორიების საკითხი.
უკრაინის მიერ დონბასის დათმობა უმთავრესია, რასაც რუსეთი მოითხოვს -ის ინიციატივით მიმდინარე მოლაპარაკებების პროცესში. უკრაინის ხელისუფლება ამაზე უარს ამბობს.
ფორუმი