ჩვენ ვართ ეკლესიის მთავარი პატივისმცემელი ხალხი. შალვა პაპუაშვილი ეკლესიის თემაზე სპეკულაციას თუ გააგრძელებს, მას “წმინდა იოსებ სტალინის” ხატს ვაჩუქებ. ეკლესიას ყველა ის ადამიანი ებრძვის, ვინც ცდილობს, ეკლესია გამოიყენოს თავისი პოლიტიკური ვიწრო მიწიერი მიზნებისთვის. ეკლესია არის ზეციერი და პაპუაშვილს უნდა, ქრისტე საარჩევნო კამპანიაში ჩართოს, რაც არ გამოუვა.
საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ამბობს სტრატეგია აღმაშენებლის წევრი პაატა მანჯგალაძე პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებებზე. კერძოდ, პაპუაშვილის თქმით, “პირველად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში გავხდით ეკლესიაში ხატის შეურაცხყოფის მოწმე. პირველად, საბჭოთა იმპერიის დანგრევის შემდეგ, მართლმადიდებელი მრევლი გახდა შევიწროების ობიექტი შობის აღნიშვნის გამო”.