მთავრობის პროპაგანდა ხშირად კრემლის ნარატივებს იმეორებს — კვლევა

საქართველოს საინფორმაციო სივრცის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ს და ადგილობრივი სახელისუფლებო აქტორების გზავნილების ერთმანეთისგან გამიჯვნის პრობლემაა, რადგან მთავრობის პროპაგანდა ხშირად კრემლის ნარატივებს იმეორებს, – ამ დასკვნამდე მივიდა მედიის განვითარების ფონდი (MDF) უცხოური საინფორმაციო მანიპულაციისა და ჩარევის (FIMI) და საქართველოში ინფორმაციული ავტოკრატიის კვლევისას.
კვლევის თანახმად, საქართველოს ხელისუფლების რიტორიკის მკვეთრი ცვლილება, განსაკუთრებით მისი ანტიდასავლური პოზიციის მკაფიოდ გამოკვეთა, ში ს სრულმასშტაბიან შეჭრას უკავშირდება. მანამდე მმართველი პარტია შიდა და გარე აუდიტორიებთან განსხვავებულად პოზიციონირებდა – საერთაშორისო დონეზე რუსეთს საფრთხედ წარმოაჩენდა, ხოლო ეროვნულ დონეზე მასთან გამკლავებას მინიმალური ძალისხმევით ცდილობდა.
„ხელისუფლება სულ უფრო მეტად ავიწროებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს რეპრესიული კანონმდებლობით და ავტორიტარიზმისთვის დამახასიათებელი მტრული რიტორიკით, რითაც დამოუკიდებელ ინსტიტუტებს წარმოაჩენს საფრთხედ, რომელსაც შეკავება სჭირდება“, — ნათქვამია კვლევაში.
უცხოური გავლენიდან მომავალ საფრთხეებზე გარე და შიდა აქტორების თანმხვედრი გზავნილები, კვლევის თანახმად, სამი ძირითადი მიმართულებით ფორმირდება:
· სუვერენული დემოკრატიის ხელყოფა – დასავლეთი და ე.წ. „დიპ სტეიტი“ წარმოჩენილია ისე, თითქოს ისინი ერევიან საქართველოს საარჩევნო პროცესში, არასამთავრობო ორგანიზაციებს უცხო ინტერესების გასატარებლად აფინანსებენ და „მეორე მაიდანის“ მსგავსი რყევების ორგანიზებას ცდილობენ;
· „მეორე ფრონტის“ იგივე საქართველოს „უკრაინიზაციის“ საფრთხე – ამკვიდრებს ნარატივს, თითქოს დასავლეთი საქართველოს რუსეთთან ომში ჩათრევას ცდილობს, ხოლო ში მიმდინარე ომი მაგალითია იმისა, რომ დასავლეთი უსაფრთხოების გარანტიას ვერ უზრუნველყოფს;
· ეროვნული იდენტობის დაკარგვის საფრთხე – დასავლეთი წარმოჩენილია ლიბერალური ღირებულებების გამავრცელებლად, რომლებიც თითქოს საფრთხეს უქმნის ტრადიციულ ქართულ კულტურას და ხშირად აღიწერება ტერმინით „ლიბერალური ფაშიზმი“. ეს ნარატივები დასავლელ აქტორებს როგორც პოლიტიკურ, ასევე კულტურულ საფრთხეებად წარმოაჩენს, რითაც აძლიერებს შიდა აქტორების გზავნილებს, რომლებშიც მთავრობა საქართველოს სუვერენიტეტის, ღირებულებებისა და უსაფრთხოების მცველად არის წარმოდგენილი.
კვლევაში ნათქვამია, რომ რუსეთი საქართველოში უცხოური გავლენის ოპერაციების მთავარ წამყვან ძალად ისევ რჩება. კრემლის მიერ კონტროლირებადი მედიასაშუალებები, როგორებიცაა Sputnik, NewsFront და Pravda, უფრო ფართო მრავალენოვანი პროპაგანდისტული ქსელის ფარგლებში ოპერირებენ, მათ შორის ქართულენოვანი მასალებით, თუმცა ისინი ფართო აუდიტორიამდე ნაკლებად აღწევენ.
კრემლის ინტერესების გამტარებელ ადგილობრივ აქტორებს შორის კი არიან პოლიტიკური პარტიები,
რომლებიც ევროატლანტიკურ ინტეგრაციას ეწინააღმდეგებიან, მათ შორის: „ალტ-ინფო/კონსერვატიული მოძრაობა“, „პატრიოტთა ალიანსი“, „სოლიდარობა მშვიდობისთვის“, „ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობა“ და „კომუნისტური პარტია“.ამ პარტიებთან დაკავშირებული მედიები, მათ შორის „ალტ-ინფო“, „ობიექტივი“ და „სოლიდარობა მშვიდობისთვის“, მკაფიო კრემლისტურ სარედაქციო პოლიტიკას მისდევენ, ხოლო პარტიის წევრები ხშირად წამყვანებად ან კომენტატორებად გვევლინებიან.
კვლევაში საუბარია ჩინეთის გავლენაზეც, რომელიც კრემლისტურ ტელეარხებზე საელჩოს დაფინანსებული გადაცემების სახით, ასევე, სხვადასხვა ქართულ პლატფორმასა და სოციალური მედიის ანგარიშზე ჩინური Global Times-ის მასალების გამოქვეყნების გზით ვლინდება.
კვლევა მიუთითებს, რომ საქართველოს მთავრობას საკუთარი ეკოსისტემა აქვს შექმნილი.
„ქართული ოცნება“, „ხალხის ძალა“ და მათთან დაკავშირებული ორგანიზაციები, როგორიცაა „ნეიტრალური საქართველო“, ანტიდასავლური რიტორიკის ძირითად წყაროებად გვევლინებიან. მათ გზავნილებს მთავრობის მიერ კონტროლირებადი გავლენიანი ტელევიზიები და სახელმწიფო კონტრაქტებით დაფინანსებული ონლაინ პლატფორმების ქსელით ავრცელებენ. ხელისუფლებასთან დაკავშირებული ანონიმური სოციალური მედიის ანგარიშები ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენება და კოორდინირებულად მოქმედებს. პარალელური ინსტიტუტები, მათ შორის მმართველი პარტიის ფაქტების გადამოწმების ფეისბუქ გვერდი და კომუნიკაციების კომისიის „მედიაკრიტიკის“ პროექტი, დამოუკიდებელი მედიის დისკრედიტაციისა და მთავრობის ინტერესების სასარგებლო ნარატივების ფორმირების ინსტრუმენტებად გამოიყენება“, — ნათქვამია კვლევაში.
საბაზისო კვლევა მედიის განვითარების ფონდმა (MDF) ევროკავშირის მხარდაჭერილი SAFIMI-ის პროექტის ფარგლებში მოამზადა. პროექტი Maldita.es Foundation-ის ხელმძღვანელობით ხორციელდება და მასში მედიის განვითარების ფონდთან ერთად (MDF), საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო (TI Georgia) და ტრანსატლანტიკური ფონდი (Transatlantic Foundation) არიან ჩართული.
სრული კვლევა შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.