თურქეთში ინფლაცია შესაძლოა უფრო სწრაფად შემცირდეს, ვიდრე ადრე იყო მოსალოდნელი. აღნიშნული პროგნოზი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის შესახებ მოხსენებაშია წარმოდგენილი, რომელიც ამერიკული საინვესტიციო ბანკის Goldman Sachs-ის ანალიტიკოსების მიერაა მომზადებული.
ექსპერტების ვარაუდი თურქეთის ცენტრალური ბანკის მიერ ბაზარზე ფულის მიწოდების შემცირების მაჩვენებელს ეფუძნება.
დოკუმენტის მიხედვით, წლის ბოლომდე ინფლაცია შესაძლოა 30%-მდე შემცირდეს მოსალოდნელ 42,6%-თან შედარებით.
ანალიტიკოსები ამბობენ, რომ თურქეთის ცენტრალური ბანკი ამ თვეში პოლიტიკის განაკვეთს 250 საბაზისო პუნქტით 45%-მდე გაზრდის. აღსანიშნავია, რომ Goldman Sachs-ის წინა პროგნოზი საპროცენტო განაკვეთზე 42,5 პროცენტი იყო.
