ექსპორტის ფასების ინდექსი 6.4%-ით შემცირდა

ექსპორტის ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 2.3 პროცენტით შემცირდა. აღნიშნულ პერიოდში ფასების 3.1 პროცენტიანი კლება დაფიქსირდა დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის ჯგუფზე.
„საქსტატის“ ინფორმაციით, წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით ექსპორტის ფასების ინდექსი შემცირდა 6.4 პროცენტით. სამთო-მოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების პროდუქციაზე ფასები გაიზარდა 5.0 პროცენტით. დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციაზე ფასები შემცირდა 7.9 პროცენტით, ელექტროენერგიის, აირის, ორთქლისა და კონდიცირებული ჰაერის ჯგუფზე 22.1 პროცენტით, ხოლო წყალმომარაგების, კანალიზაციის, ნარჩენების მართვით და რეკულტივირებით მომსახურების ჯგუფზე დაფიქსირდა ფასების 14.4 პროცენტიანი კლება.