უკრაინისთვის ფინანსური პაკეტი მოიცავს 90 მილიარდი ევროს უპროცენტო სესხს, რომლის დაფარვა მხოლოდ იმ შემთხვევაში მოუწევს, თუ სგან კომპენსაციას მიიღებს – მერცი

უკრაინისთვის ფინანსური პაკეტი მოიცავს 90 მილიარდი ევროს უპროცენტო სესხს, რომლის დაფარვა მხოლოდ იმ შემთხვევაში მოუწევს, თუ სგან კომპენსაციას მიიღებს – მერცი
ევროკავშირის ლიდერებმა გადაწყვიტეს, ს მომდევნო ორი წლის განმავლობაში 90 მილიარდი ევროს უპროცენტო სესხი გამოუყონ, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა განაცხადა.
მერცის თქმით, ს ამ სესხის დაფარვა მხოლოდ იმ შემთხვევაში მოუწევს, თუ რუსეთისგან კომპენსაციას მიიღებს.
„დღეს ჩვენ ნამდვილად ჩავაბარეთ გამოცდა. ჩვენ წინაშე დადგა კითხვა, ნამდვილად გვესმოდა თუ არა გეოპოლიტიკის გამოწვევები, ნამდვილად ვხედავდით თუ არა ახალი მსოფლიო წესრიგის პროვოკაციებს და გვქონდა თუ არა რამე, მათ წინააღმდეგ საბრძოლველად. და მინდა, ვთქვა, რომ პასუხი ცალსახად „დიახ“ არის: ევროპამ გაიგო, რა დევს სასწორზე და ევროპამ აჩვენა თავისი სუვერენიტეტი. უკრაინისთვის ფინანსური პაკეტი მზადაა. როგორც მოვითხოვე, ის მოიცავს 90 მილიარდი ევროს უპროცენტო სესხს. უკრაინას ამ სესხის დაფარვა მხოლოდ იმ შემთხვევაში მოუწევს, თუ რუსეთისგან კომპენსაციას მიიღებს. როგორც იცით, ჩვენ, ევროპელებმა, გასულ პარასკევს უკვე გადავწყვიტეთ რუსული აქტივების გაყინვა და მათი გაყინვა მანამდე, ვიდრე რუსეთი კომპენსაციას არ გადაიხდის. მიუხედავად იმისა, რომ ახლა ჩვენ სხვა გზა ავირჩიეთ, განსხვავებით იმისგან, რაც დღეს დეტალურად განვიხილეთ, კავშირი ძალიან ნათელია და აქ ასევე შევთანხმდით, რომ თუ სესხის დაფარვის დროისთვის კომპენსაცია არ იქნება გადახდილი, ჩვენ შევძლებთ რუსული აქტივების გამოყენებას გადახდების განსახორციელებლად. ამის ვარიანტები მაგიდაზეა. მაგრამ უპირატესობა ის არის, რომ ახლა ჩვენ შეგვიძლია, გამოვიყენოთ გამოცდილი ევროპული ინსტრუმენტები და უკრაინას მივაწოდოთ საჭირო დახმარება ყოველგვარი შემდგომი დაყოვნების გარეშე. ამავდროულად, ცხადია, რომ რუსეთი ამ ეტაპზე ვერ დაიბრუნებს თავის გაყინულ აქტივებს. ახლა უნდა დაველოდოთ და ვნახოთ, რას განიხილავენ შეერთებულ შტატებში მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში. ჩვენი მხარის წარმომადგენლები მონაწილეობას მიიღებენ. მე კვლავ დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ შევინარჩუნებთ ერთობლივ მიდგომას ამერიკას, უკრაინასა და ევროპას შორის. ჩვენ უნდა ვნახოთ, როგორ მოიქცევა რუსეთი. საკმარისია თუ არა ზეწოლა მათთვის მოლაპარაკების მაგიდასთან დასაჯდომად, თუ საჭიროა მისი კიდევ უფრო გაზრდა? საჭიროა თუ არა მოთმინების შენარჩუნება? ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ მზად უნდა ვიყოთ ყველაზე უარესი სცენარისთვის, როდესაც უკრაინის დაფინანსება კიდევ უფრო დიდხანს მოგვიწევს. და სწორედ ეს შევძელით დღევანდელი გადაწყვეტილებით. დღევანდელი გადაწყვეტილებით, უკრაინა დაფინანსებულია მომდევნო ორი წლის განმავლობაში“, – განაცხადა გერმანიის კანცლერმა.
1tv.ge