ზურაბ ჯაფარიძე თავისუფალია

გირჩი – მეტი თავისუფლების ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე თავისუფალია. მან რუსთავის ციხე დილით დატოვა.

ქართული ოცნების არალეგიტიმური პარლამენტის მიერ შექმნილ ე.წ. საგამოძიებო კომისიაზე არმისვლის გამო, ზურაბ ჯაფარიძეს 7-თვიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. ის 22 მაისს დააკავეს.