ფრიდრიხ მერცი – მიიღებს 90 მილიარდი ევროს უპროცენტო სესხს – ეს პუტინს მკაფიო სიგნალს უგზავნის

უკრაინისთვის ფინანსური პაკეტი მზადაა: მიიღებს 90 მილიარდი ევროს უპროცენტო სესხს, ჩემი შეთავაზებისამებრ, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერი, ფრიდრიხ მერცი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
„ეს პუტინს მკაფიო სიგნალს უგზავნის ევროპიდან: ეს ომი არ ღირს. ჩვენ რუსულ აქტივებს გაყინულს შევინარჩუნებთ მანამ, სანამ უკრაინას კომპენსაციას არ გადაუხდის“, – წერს მერცი.
შეგახსენებთ, ბრიუსელში გუშინ ევროპული საბჭოს შეხვედრა დაიწყო, რომელიც დღეს დილით დასრულდა.