ფაშინიანმა დაადასტურა, რომ საქართველოსთან ტარიფთან დაკავშირებით “პრობლემა არსებობს”

სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ადასტურებს, რომ საქართველოსთან ტარიფთან დაკავშირებით პრობლემა ნამდვიოალდ არსებობს – ინფორმაციას რამდენიმე სომხური მედია ავრცელებს და იწუყება, რომ რომ აზერბაიჯანიდან ნავთობპროდუქტების საქართველოს გავლით სომხეთში მიწოდებასთან დაკავშირებით გარკვეული პრობლემა თბილისის მიერ დასახელებულ ტარიფს უკავშირდება.
ფაშინიანმა დღეს, 18 დეკემბერს ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, რომ აზერბაიჯანთან ნავთობის შესყიდვის მიმართულებით თანამშრომლობის გაგრძელება შესაძლებელია, თუმცა „არსებობს გარკვეული საკითხები, რომლებიც დაკავშირებულია საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტის ტარიფებთან“.
18 დეკემბერს, აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიამ (SOCAR) სომხეთს 22 ცისტერნით 1220 ტონა АИ‑95 მარკის ბენზინი მიაწოდა.
მანამდე აზერბაიჯანის მედიაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველომ უსაფუძვლოდ მაღალი ტარიფი მოითხოვა საწვავის ტრანზიტისთვის.

ასევე დაგაინტერესებთ

გიგა ლემონჯავა – არ მახსენდება, ასე ადრე, სპეციალურად გამოეშვათ ადამიანი ციხიდან, რომ კადრები არ არსებობდეს, როგორ ტოვებს საპყრობილეს – ეს მიუთითებს, ე.წ. ხელისუფლება რეალობისგან რამდენად არის მოწყვეტილი და გასული მომსახურების ზონიდან

ვოლოდიმირ ზელენსკი – მადლობელი ვარ უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ფინანსური დახმარების გამოყოფის შესახებ მიღებული გადაწყვეტილებისთვის – მნიშვნელოვანია, რომ რუსული აქტივები გაყინული დარჩეს