,,თითქოს რა სჯობს ქერის ორმოში ცხოვრებას, ზიხარ შენთვის და მოჩხრიალებს მიწიდან მუქთა ფული!” –

საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორი, სოციალურ ქსელში წერს:

,,მერაბ კოკოჩაშვილის ბრწყინვალე ფილმია “დიდი მწვანე ველი” – გეოლოგები ნავთობს ეძებენ, იმ მიდამოში, ერთგან, მიწიდან ნავთობი მართლაც ამოდის, ჰოდა, მთავარი გმირი სოსანა მიწას აყრის და მალავს ამ საბადოს, დავიღუპებით, რომ იპოვნონო.

ადრე სოსანასი მიკვირდა და გულიც მწყდებოდა, რომ საქართველოში დიდი ნავთობი არ იყო. მეგონა, დამოუკიდებლობაში დაგვეხმარებოდა. თითქოს რა სჯობს ქერის ორმოში ცხოვრებას, ზიხარ შენთვის და მოჩხრიალებს მიწიდან მუქთა ფული!

მაგრამ ახლა რასაც ვუყურებ, ღმერთს მადლობა უნდა ვუთხრათ, რასა ვართ გადარჩენილები – ჩვენს გეოგრაფიულ მდებარეობას კიდევ ნავთობი ან რამე ასეთი ძვირფასი რომ დამატებოდა, ამას ნაღდად აღარ შეგვარჩენდნენ.

ასევე დაგაინტერესებთ

გიგა ლემონჯავა – არ მახსენდება, ასე ადრე, სპეციალურად გამოეშვათ ადამიანი ციხიდან, რომ კადრები არ არსებობდეს, როგორ ტოვებს საპყრობილეს – ეს მიუთითებს, ე.წ. ხელისუფლება რეალობისგან რამდენად არის მოწყვეტილი და გასული მომსახურების ზონიდან

ვოლოდიმირ ზელენსკი – მადლობელი ვარ უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ფინანსური დახმარების გამოყოფის შესახებ მიღებული გადაწყვეტილებისთვის – მნიშვნელოვანია, რომ რუსული აქტივები გაყინული დარჩეს