ისრაელის ოპოზიციის ლიდერი ნეთანიაჰუს გადადგომისკენ მოუწოდებს

ისრაელის მთავარი ოპოზიციური ლიდერი, იაირ ლაპიდი ქვეყნის პრემიერმინისტრს გადადგომისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, მთავრობა ცუდად მართავს ომს “ჰამასის” წინააღმდეგ.
ლაპიდი ამბობს, რომ მას სურს შექმნას “ეროვნული აღმშენებლობის მთავრობა” – მას შეიძლება უხელმძღვანელოს ნეთანიაჰუს პარტია, მაგრამ მას სურს პრემიერმინისტრის გადადგომა.
ის ასევე ფიქრობს, რომ ს არმიამ და საზოგადოებამ გამოიჩინა გამძლეობა “ჰამასის” 7 ოქტომბრის თავდასხმის შემდეგ, მაგრამ “სუსტი რგოლი მთავრობაა და განსაკუთრებით პრემიერი”.
“მესმის ხმები, რომლებიც ამბობენ, რომ დრო არ არის. ჩვენ 40 დღე ველოდით, დრო აღარ არის. ახლა ჩვენ გვჭირდება მთავრობა, რომელიც უსაფრთხოებისა და ეკონომიკის გარდა, არაფერით იქნება დაკავებული”, – ამბობს ის.
ლაპიდი არ შეუერთდა ისრაელის ომის კაბინეტს, რომელიც შეიქმნა 7 ოქტომბრის შემდეგ, ცენტრისტი ოპოზიციის ლიდერ ბენი განცისგან განსხვავებით.