მიხეილ სარჯველაძე: ისეთი ავტორიტეტული ორგანიზაციისგან, როგორიც საპატრიარქოა და პატრიარქისგან ხელები შორს წაიღონ და …

ისეთი ავტორიტეტული ორგანიზაციისგან როგორიც საპატრიარქოა და პატრიარქისგან ხელები შორს წაიღონ და თავი დაანებონ, – აღნიშნული განცხადება პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ მ გააკეთა.
სარჯველაძის თქმით, ოპოზიციისა და ოპოზიციასთან დაკავშირებული არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან ეკლესიისა და პატრიარქის მიმართ აღვირახსნილი და ნეგატიური კამპანია ისმის, რაზეც პასუხების გაცემა არის საჭირო.
სარჯველაძემ სწორედ ამ კონტექსტში შეაფასა პარლამენტის თავმჯდომარის ს მიერ გაკეთებული განცხადება.
„არ მგონია, რომ გამოხატვის ის ფორმები, რასაც ცალკეული პირები იყენებენ, რაღაცნაირად დასაშვები იყოს, რადგან ეს შეურაცხყოფს სასულიერო პირების ღირსებას და ეს ყველამ უნდა გაითვალისწინოს.
ისე უნდათ სიტუაციის წარმოჩენა, თითქოს ეს არის გამოხატვის რაღაც შეზღუდვა. კრიტიკული მოსაზრებების გამოთქმის საშუალება ყველას აქვს, აქ საუბარია დამახინჯებული ფორმებით მსჯელობაზე. ამ გამოხატვის ნიღბის ქვეშ კი არის ძალიან მავნებლური პოლიტიკა. ყველა კარგად ხვდება, რომ ადგილი აქვს უზარმაზარი ავტორიტეტული ორგანიზაციის ავტორიტეტის შელახვის მცდელობას.
უნდა გვახსოვდეს, რელიგიურ გრძნობებს რომ თავი დავანებოთ, მართლმადიდებელი ეკლესია ისტორიულად დიდი ავტორიტეტის მქონე დაწესებულებაა, რომელსაც მათ შორის ქვეყნის კონსტიტუცია აღიარებს. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, კამპანიური შეტევა სასიამოვნო არ არის, რადგან ის არის ჩვენი ღირებულებითი სისტემის შემადგენელი კომპონენტი, ისევე როგორც რელიგიური გრძნობების პატივისცემა.
ამ ყველაფერს მხოლოდ ის არ გვალაპარაკებს, რომ მართლმადიდებელი ვარ. ზოგადად საუბარია ნებისმიერი აღმსარებლობის თავისუფლებაზე და რა თქმა უნდა, უზარმაზარ პატივისცემაზე, რომლითაც განმსჭვალული უნდა იყოს ნებისმიერი ადამიანი, ვინც ცდილობს, საკუთარი კრიტიკული მოსაზრება გამოხატოს. კრიტიკის უფლება აქვს, მაგრამ ზღვარს არ უნდა გასცდეს, როცა გამოხატვის ფორმებს შეარჩევს”, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.