“თუ საზოგადოება ძლიერად დგომას გააგრძელებს, – წარმატებას მიაღწევთ” – ევიკა სილინა

ლატვიის პრემიერ-მინისტრმა, ევიკა სილინამ. ევროპული საბჭოს სამიტის დაწყებამდე „ევროსკოპის“ რედაქტორის შეკითხვაზე პასუხად განაცხადა:
“არსებობს ორი გზა. ვფიქრობ, პოლიტიკოსებსაც შეუძლიათ შეცვლა. ნებისმიერ ქვეყანაში, ძალაუფლება ეკუთვნის ხალხს, სულ მცირე ევროპაში მაინც. საქართველო ევროპაა, ასე, რომ არ უნდა დაკარგოთ იმედი. საქართველოს მსგავსად, ჩვენც ყველამ გავიარეთ საბჭოთა პერიოდი და შემდეგ ჩვენ გავთავისუფლდით, რადგან ხალხმა გადაწყვიტა ასე. არც ერთ პოლიტიკოსს არ შეუძლია გადაწყვიტოს ხალხის ნაცვლად. თუ საზოგადოება ძლიერად დგომას გააგრძელებს , შეინარჩუნებენ იმედს, ევროპული ღირებულებებისკენ ორიენტაციას და დემოკრატიას , თქვენ წარმატებას მიაღწევთ. მე ამის მჯერა”
შეგახსენებთ, დღეს ბრიუსელში ევროკავშირის ლიდერები მომდევნო ორი წლის განმავლობაში უკრაინის დაფინანსების საკითხს განიხილავენ.

ასევე დაგაინტერესებთ

ლაშა ტუღუში – საქართველო პრორუსულად განწყობილი არასდროს ყოფილა, ასეთი რამ არ მახსოვს, ეს ნონსენსია, მნიშვნელოვანია დავინახოთ, რა არის ის ჯოჯოხეთი, სადაც „ოცნება“ მიგვაქანებს – დემოკრატიის წინააღმდეგ ბრძოლაში ისე ვერ იგებენ, როგორც უნდოდათ