საუდის არაბეთმა დაგმო ისრაელის თავდაცვის ძალების ოპერაცია ალ-შიფას საავადმყოფოში

საუდის არაბეთმა დაგმო ს თავდაცვის ძალების ოპერაცია ღაზის სექტორში, კერძოდ ალ-შიფას სამედიცინო კომპლექსში და ის შეაფასა, როგორც “საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევა”. ამის შესახებ განცხადება ს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა.
საუდის არაბეთმა ასევე დაგმო ჭურვების ჩამოგდება სხვა სამედიცინო დაწესებულებების სიახლოვეს და საერთაშორისო ორგანიზაციებს მოუწოდა პასუხისმგებლობა ისრაელს დააკისროს.
ისრაელის თქმით, IDF-ი ზუსტ და დახვეწილ სამხედრო ოპერაციას აწარმოებს ალ-შიფას საავადმყოფოში, სადაც მიზანში მხოლოდ სამხედრო ტექნიკა და ჰამასის ტერორისტები არიან ამოღებულნი.
15 ნოემბერს ისრაელის თავდაცვის ძალებმა ალ-შიფას საავადმყოფოდან ამოღებული სხვადასხვა შეიარაღების ამსახველ ფოტო და ვიდეო მასალა გაავრცელა. რამდენიმე დღის წინ, ისრაელმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ალ-შიფას ჰოსპიტალს ჰამასი ერთ-ერთ სამხედრო სამეთაურო ცენტრად იყენებდა.
ისრაელი-ჰამასის ომამდე საუდის არაბეთსა და ისრაელს შორის -ს ძალისხმევით, ურთიერთობების ნორმალიზაციის პროცესი იყო დაწყებული.