ლონდონმა სანქციები დაუწესა „რუსნეფტს“, რომელიც საქართველოს ნავთობს აწვდის

დიდი ბრიტანეთის მთავრობის ცნობით, სანქციები დაუწესეს უმსხვილეს რუსულ ნავთობკომპანიებს, Татнефт-ს, Русснефт-ს, Руснефтегаз-სა და ННК-Ойл-ს. სულ შეზღუდვები შეეხება 24 ფიზიკურ და იურიდიულ პირს დან.
რუსულმა კომპანია „რუსნეფტმა“ 2025 წლის ოქტომბერში საქართველოში, შავი ზღვის სანაპიროზე, ყულევში ახალაშენებულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას ნავთობის პირველი პარტია მიაწოდა. ამის შესახებ ოქტომბერში ინფორმაცია სააგენტო Reuters-მა გაავრცელა.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა შემდეგ დაადასტურა, რომ პანამის დროშის ქვეშ მცურავი გემი „კაისერი“ (Kayseri) დან ყულევის პორტში ოქტომბრის დასაწყისში შევიდა. მას რუსული კომპანიისთვის განკუთვნილი 100 000 ტონამდე ნედლი ნავთობი გადაჰქონდა.
უწყების ცნობით, შემოწმების შედეგად „დადასტურებულია, რომ გემსა და გემის მფლობელ კომპანიაზე, ასევე ტვირთის გამომგზავნ და მიმღებ კომპანიებზე არ ვრცელდება საერთაშორისო სანქციები (ინფორმაცია ხელმისაწვდომია ღია წყაროებით). აღნიშნულიდან გამომდინარე, შემდგომი საბაჟო კონტროლის პროცედურების განხორციელების მიზნით ტვირთი ჩამოიცალა დროებითი შენახვის საბაჟო საწყობში“.
მოგვიანებით რუსულმა გამოცემა „პროექტმა“ გამოავლინა კავშირები ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მფლობელ ოჯახსა და რუსეთის სამხედრო დაზვერვის (ГРУ) ხელმძღვანელობას შორის.
ქარხნის მფლობელი მაკა ასათიანი და მისი ბიზნესპარტნიორები დაკავშირებული არიან რუსულ ნავთობისა და ლოგისტიკის კომპანიებთან, რომელთა შემოსავლები მილიარდებს აღწევს.
„პროექტის“ ცნობით, ასათიანის პარტნიორის ოჯახის წევრი რუსეთის გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოს (ГРУ) უფროსის მოადგილეა.
ქარხნის პროექტის დაფინანსებაში მონაწილეობა მიიღეს სახელმწიფო საკუთრებაში არსებულმა „საქართველოს განვითარების ფონდმა“ და ს „ქართუ ბანკმა“. ქარხნის პრეზენტაციას 2024 წლის ოქტომბერში დაესწრო „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი ირაკლი .
„რუსნეფტში“ წილს ოფიციალურად ფლობდა ვლადიმირ ევტუშენკოვის კომპანია „სისტემა“ 2010-13 წლებში, თუმცა წილი კომპანიის დამფუძნებელ მიხაილ გუცერიევზე გაყიდა.
ფორუმი