ადგილობრივ ექსპორტში რუსეთის წილი გაიზარდა, აშშ-ს, თურქეთის და ჩინეთის შემცირდა

2023 წელს საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 6 090.6 მლნ. დოლარი შეადგინა, რაც 9.1 პროცენტით მეტია გასული წლის მაჩვენებელზე. ადგილობრივი ექსპორტი (ექსპორტი რეექსპორტის გარეშე), მთლიანი ექსპორტის 45.8 პროცენტს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით 24.4 პროცენტით შემცირდა და 2 791.5 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა.
„საქსტატის“ ინფორმაციით, 2023 წელს ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 73.1 პროცენტი შეადგინა. ამ მხრივ, უმსხვილესია საექსპორტო პარტნიორებია: (541.7 მლნ. აშშ დოლარი), თურქეთი (343.8 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (270.0 მლნ. აშშ დოლარი).
უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნები ადგილობრივ ექსპორტში:
2023 წელს ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე სპილენძის მადნები და კონცენტრატები არის წარმოდგენილი 474.2 მლნ. აშშ დოლარით, აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 17.0 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილზეა ყურძნის ნატურალური ღვინოები 257.7 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 9.2 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილს იკავებს ფეროშენადნობები 180.7 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 6.5 პროცენტი).