კაია კალასი – ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს, მაგრამ არა საქართველოს მთავრობას – მთავრობას ქვეყანა არასწორი მიმართულებით მიჰყავს, ეს გზა ევროკავშირის მიმართულებით არ მიდის

ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს, მაგრამ არა საქართველოს მთავრობას, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასმა ბრიუსელში, ევროპული საბჭოს სამიტის დაწყებამდე „ევროსკოპის“ შეკითხვაზე პასუხად განაცხადა.
„საქართველოს მთავრობას ქვეყანა არასწორი მიმართულებით მიჰყავს. ეს გზა ევროკავშირის მიმართულებით არ მიდის. ამიტომ, ქართველი ხალხისთვის ჩვენი ძლიერი გზავნილი არის ის, რომ ჩვენ მათ გვერდით ვდგავართ, მაგრამ ვიდრე მთავრობა არასწორ ნაბიჯებს დგამს, ჩვენ კანდიდატი ქვეყნის სტატუსის პროცესში წინსვლას არ ვაპირებთ“, – განაცხადა კალასმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლაშა ტუღუში – საქართველო პრორუსულად განწყობილი არასდროს ყოფილა, ასეთი რამ არ მახსოვს, ეს ნონსენსია, მნიშვნელოვანია დავინახოთ, რა არის ის ჯოჯოხეთი, სადაც „ოცნება“ მიგვაქანებს – დემოკრატიის წინააღმდეგ ბრძოლაში ისე ვერ იგებენ, როგორც უნდოდათ