მედია – ლიეტუვაში მაუწყებლობის შესახებ კანონში ცვლილებების წინააღმდეგ საპროტესტო აქციაზე 10 000 ადამიანი გამოვიდა

ლიეტუვაში მაუწყებლობის შესახებ კანონში ცვლილებების წინააღმდეგ საპროტესტო აქციაზე 10 000 ადამიანი გამოვიდა, – ინფორმაციას ლიეტუვის საზოგადოებრივი მაუწყებელი LRT-ი ავრცელებს.
ლიეტუვის საზოგადოებრივი მაუწყებლის მუშაობის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების წინააღმდეგ საპროტესტო აქცია ვილნიუსში, დამოუკიდებლობის მოედანზე გაიმართა.
„ხელები შორს სიტყვის თავისუფლებისგან“, – სკანდირებდა ხალხი.
სეიმმა გასულ კვირას მაუწყებლობის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს დაუჭირა მხარი, რომლებიც LRT-ის ხელმძღვანელის გათავისუფლებას ამარტივებს.
ასევე, მთავრობამ დაჩქარებული პროცედურა მოითხოვა, რათა სეიმმა ცვლილებები შობამდე დაამტკიცოს.
„სოციალ-დემოკრატების“, „ნემანის განთიადისა“ და „ლიეტუველი ფერმერების, მწვანეთა და ქრისტიანული ოჯახების კავშირის“ პარტიების მიერ მხარდაჭერილი ცვლილებების მიღების შემთხვევაში LRT-ის ხელმძღვანელის გათავისუფლება მცირე უმრავლესობის საფუძველზე, ფარული კენჭისყრის მეშვეობით იქნება შესაძლებელი.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი ცქიტიშვილი – რთულია, გამოვიცნოთ, რა უნდა “ქართულ ოცნებას”, ლოგიკური წყობა არ იკითხება – ცოტნე ივანიშვილს კი თუ გულწრფელი განზრახვა აქვს, დაუჯდეს აბა ციხეში მყოფ ახალგაზრდებს, ელაპარაკოს, რის გამო სხედან

თამარ ამაშუკელი: ბოლნისის სიონი!!! კულტურული მემკვიდრეობა აქ რა ხდება? ვერც საპატრიარქოს და ვერც ადგილობრივ სასულიერო პირებს ვერაფერს უბედავენ, რადგან მათთან „ფლირტით“ უდგათ სული (ვიდეო)