ტურნირზე „ბენტო პესოას საერთაშორისო თასი ველოდრომზე“ ქართველმა ველოსპორტსმენებმა 5 მედალი მოიპოვეს

ტურნირზე „ბენტო პესოას საერთაშორისო თასი ველოდრომზე“ ქართველმა ველოსპორტსმენებმა 5 მედალი მოიპოვეს
პორტუგალიაში, ქალაქ ანადიაში, გაიმართა საერთაშორისო ტურნირი – „ბენტო პესოას საერთაშორისო თასი ველოდრომზე“, სადაც ქართველმა ველოსპორტსმენებმა: მიხეილ ხუჭუამ და გიორგი გაბრიჭიძემ წარმატებით იასპარეზეს და 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, ჯგუფურ რბოლაში (გამოვარდნითი რბოლა) მიხეილ ხუჭუამ ბრწყინვალე შედეგი აჩვენა და პირველმა გადაკვეთა ფინიშის ხაზი. პირველი იყო ჯგუფურ რბოლაში (სკრეჩი), რბოლის მეორე ეტაპზე, ჯგუფურ რბოლაში კი ვერცხლის მედალი მოიპოვა.
ასევე, წარმატებით იასპარეზა გიორგი გაბრიჭიძემ – ჯგუფურ რბოლებში (ქულებზე რბოლა, სკრეჩი) მესამე ადგილი დაიკავა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლაშა ტუღუში – საქართველო პრორუსულად განწყობილი არასდროს ყოფილა, ასეთი რამ არ მახსოვს, ეს ნონსენსია, მნიშვნელოვანია დავინახოთ, რა არის ის ჯოჯოხეთი, სადაც „ოცნება“ მიგვაქანებს – დემოკრატიის წინააღმდეგ ბრძოლაში ისე ვერ იგებენ, როგორც უნდოდათ