ნიკოლას მადურო – -ის მიზანი ვენესუელაში რეჟიმის ცვლილება და მარიონეტული მთავრობის დანიშვნაა

აშშ-ის მიზანი ვენესუელაში რეჟიმის ცვლილებაა, – ამის შესახებ ვენესუელის პრეზიდენტმა, ნიკოლას მადურომ განაცხადა.
ნიკოლას მადურო -ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებას გამოეხმაურა იმის შესახებ, რომ ვენესუელამ აშშ-ის „ნავთობი, მიწა და სხვა აქტივები“ მოიპარა.
„ეს უბრალოდ მილიტარისტული და კოლონიალისტური მოგონილი მიზეზია. ჩვენ ეს არაერთხელ გვითქვამს და ახლა სიმართლეს ყველა ხედავს. სიმართლე გამოაშკარავდა. მიზანი ვენესუელაში რეჟიმის ცვლილება და მარიონეტული მთავრობის დანიშვნაა, რომელიც 47 საათსაც კი ვერ გაძლებს და მათ კონსტიტუციას, სუვერენიტეტსა და სიმდიდრეს გადასცემს და ვენესუელას კოლონიად აქცევს. ეს არასდროს მოხდება“, – განაცხადა მადურომ.
ცნობისთვის, მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, რომ ვენესუელამ აშშ-ს „ენერგორესურსებზე უფლებები“ უკანონოდ წაართვა.
„უკან ვიბრუნებთ მიწას, ნავთობზე უფლებებს და ყველაფერს, რაც გვქონდა. მათ ეს ყველაფერი წაგვართვეს, რადგან პრეზიდენტი გვყავდა, რომელიც ამას ყურადღებას არ აქცევდა. ჩვენ ამის დაბრუნება გვსურს. როგორც იცით, იქ ბევრი ნავთობი გვქონდა და მათ ჩვენი კომპანიები გააძევეს. ჩვენ მათი დაბრუნება გვსურს“, – აღნიშნა ტრამპმა.

ასევე დაგაინტერესებთ

Amnesty International – საქართველოში სამოქალაქო ჯგუფები, მედია, პარტიები და პოლიტიკოსები სამიზნედ იქცნენ რეპრესიული კანონმდებლობისა და პოლიტიკურად მოტივირებული სისხლისსამართლებრივი დევნის გამოყენებით

გიორგი ვაშაძე კახა კალაძეს – 70%-იანი მხარდაჭერა მაქვსო, ამბობ, არა? თუ ასე დარწმუნებული ხარ საკუთარ ლეგიტიმაციაში, წამოდი დაცვისა და „ფერარის“ გარეშე გავიაროთ თბილისის ქუჩებში, ვნახოთ, ხალხს ვისთან რა სათქმელი ექნება

სუს: BBC-ის ინფორმაცია „კამიტის“ მომიტინგეთა წინააღმდეგ გამოყენების შესახებ მიზანმიმართული დეზინფორმაციაა – საქართველოს მოქალაქეების და ფილმის ავტორების მოქმედებები, მტრული მიზნების მისაღწევად კარგად ორგანიზებულ და კამპანიურ ხასიათს ატარებდა