Politico – აშშ-სა და რუსეთის წარმომადგენლების შეხვედრა, უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით, მაიამიში ამ შაბათ-კვირას გაიმართება

აშშ-სა და რუსეთის ოფიციალური პირები მაიამიში შეხვედრას ამ შაბათ-კვირას გამართავენ, – ინფორმაციას Politico ავრცელებს.
გამოცემა წერს, რომ აშშ-მა გააძლიერა ზეწოლა უკრაინაზე, რათა ომის დასრულების მიზნით დათმობებზე წავიდეს. Politico-ს წყაროების განცხადებით, გეგმები კვლავ ცვალებადია, მაგრამ თუ ამ შაბათ-კვირას განხორციელდება, ადმინისტრაცია მოლაპარაკებების ბოლო რაუნდის შედეგებს რუს ოფიციალურ პირებს წარუდგენს.
საკითხის შესახებ ინფორმირებულმა ერთ-ერთმა წყარომ Politico-ს განუცხადა, რომ რუსეთის დელეგაციაში, სავარაუდოდ, რუსეთის სუვერენული ფონდის ხელმძღვანელი კირილ დმიტრიევი იქნება. ამერიკულ მხარეს კი, სავარაუდოდ, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის სპეციალური წარმომადგენელი სტივ ვიტკოფი და ტრამპის სიძე ჯარედ კუშნერი წარმოადგენენ.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი რუხაძე – მაკა ბოჭორიშვილი აშშ-ში რომ გაქანდა, რა უნდა, რას მიდის, ვერ გავიგე? ამ „დიფ სთეითში“ რას მიძვრება? – ხვალ საუდის არაბეთში დაუძახებენ და წავა, რაღაცას დაესწრება, ამას არანაირი ლოგიკა არ ახლავს, უბრალოდ თავის გადარჩენის მცდელობაა