: სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში ოფიციალური ვიზიტით, მეუღლესთან და დელეგაციასთან ერთად ვიმყოფები

საქართველოს პრეზიდენტი :
სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში ოფიციალური ვიზიტით, მეუღლესთან და დელეგაციასთან ერთად ვიმყოფები.
„ნიკოლა ტესლას“ საერთაშორისო აეროპორტში სერბეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი მარკო ჯურიჩი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, სერბეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ტატიანა პანაიოტოვიჩ-ცვეტკოვიჩი და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სერბეთის რესპუბლიკაში ლევან ბერიძე დაგვხვდნენ.
ვიზიტის ფარგლებში „სერბეთის სასახლეში“ ჩემი კოლეგა, ალექსანდარ ვუჩიჩი მიმასპინძლებს. შეხვედრებს გავმართავ სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, ჯურო მატუცისთან და ეროვნული კრების თავმჯდომარესთან, ანა ბრნაბიჩთან.
საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში არიან: საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, საქართველოს პარლამენტის დეპუტატები – ირაკლი მეზურნიშვილი, , გურამ მაჭარაშვილი, საქართველოს ელჩი სერბეთის რესპუბლიკაში ლევან ბერიძე და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები.

ასევე დაგაინტერესებთ

მაკა ბოჭორიშვილი დუბროვნიკის ფორუმზე – საქართველო ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია, რომ პრაქტიკაში ვისაუბროთ მულტივექტორული დიპლომატიის მნიშვნელობაზე – ბრიუსელის მცდელობა კი, იზოლაციის პოლიტიკით გვიპასუხოს, სტრატეგიული შეცდომაა

შიო III აბიტურიენტებს – გლოცავთ დიდი სიყვარულით, გისურვებთ ღვთის შეწევნას და წარმატებას მისაღებ გამოცდებში – გახსოვდეთ, რომ ცოდნა არის ძალიან დიდი საუნჯე, რომელიც ადამიანს ამაღლებს და ცხოვრების გზაზე წინსვლის საშუალებას აძლევს