ეს არის ყველაზე დიდი უფლება, ადამიანი არ გიყვარდეს, შესაბამისად, მე ძალიან დიდ პატივს ვცემ და კი მჩვევია, მაგრამ ამ შემთხვევაში არ ვარ ცინიკოსი, ძალიან დიდ პატივს ვცემ იმ ადამიანებს, ვისაც ძულხარ, იმიტომ, რომ ეს პრინციპია, რომ “მე შენ მძულხარ”. მისაღებია, მაგრამ ჩემი სიძულვილი არ უნდა გადაიზარდოს ქვეყნის წინააღმდეგ შეთქმულებაში მონაწილეობაში, ეს ორი რამ არის სხვადასხვა რამ.
ნამდვილად არ მძულს, მე ადამიანის სიძულვილი არ შემიძლია, იმიტომ, რომ ისიც ღმერთმა გააჩინა ჩვენსავით, მაგრამ ძალიან არ მიყვარს მიხეილ სააკაშვილი, რადგან ბევრი რამ დაუშავა ჩვენს ქვეყანას, ძალიან არ მიყვარს ის მისი ამფსონები, ვინც ამ დასკვნაში [BBC-ის გამოძიება] არიან მავნებლებად ფაქტებზე დაყრდნობით წარმოდგენილნი, მაგრამ ეს მე ვერ მაიძულებს, რომ საქართველოს წინააღმდეგ მივიღო შეთქმულებაში მონაწილეობა” – განაცხადა თეა წულუკიანმა TV იმედზე.




