საქართველოს სჭირდება უსაფრთხოება და ამის მთავარი გარანტორი, არის ქართველი ხალხი, რომელიც ირჩევს იმ ხელისუფლებას, რომელიც ყველანაირი შანტაჟის, ზეწოლისა და სანქციების მიუხედავად, ამ მშვიდობას იცავს

საქართველოს სჭირდება უსაფრთხოება და ამის მთავარი გარანტორი, არის ქართველი ხალხი, რომელიც ირჩევს იმ ხელისუფლებას, რომელიც ყველანაირი შანტაჟის, ზეწოლისა და სანქციების მიუხედავად, ამ მშვიდობას იცავს
„ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანი ეკა სეფაშვილი ნატოს გაფართოების შესაძლებლობებზე საუბრობს. როგორც ეკა სეფაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, საქართველოს უმთავრესად სჭირდება მშვიდობა და უსაფრთხოება, რომლის გარანტორი არის ქვეყნის ხელისუფლება და არა რომელიმე გაერთიანება. პარლამენტის დეპუტატის თქმით, ნატოსთან პარტნიორობამ უკვე მოუტანა ქვეყანას დიდი გამოცდილება და საქართველომ მნიშვნელოვან შედეგს მიაღწია.
„საქართველოს მოსახლეობას სჭირდება უსაფრთხოება და მოცემულ ეტაპზე ამ უსაფრთხოების მთავარი გარანტორი, როგორც ხედავთ, არის ქართველი ხალხი, რომელიც ირჩევს იმ ხელისუფლებას, რომელიც ყველანაირი შანტაჟის, ზეწოლისა და სანქციების მიუხედავად, ამ მშვიდობას იცავს. საქართველო არის ის ქვეყანა, რომელმაც ნატოსთან პარტნიორობით ძალიან მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწია. მაგალითად, ავღანეთში საქართველო იყო ერთ-ერთი ის ქვეყანა, რომელმაც ყველაზე მეტი ჯარისკაცი გააგზავნა ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით და ამას საქართველო აკეთებდა იმისთვის, რომ მსოფლიოში მშვიდობა დაცული ყოფილიყო,“ – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

.fb-background-color { background: #ffffff !important; } .fb_iframe_widget_fluid_desktop iframe { width: 800px !important; }