საპილოტე პროექტი – „სამხედრო საქმე“ ქვეყნის მასშტაბით საჯარო სკოლებში აქტიურად მიმდინარეობს

საპილოტე პროექტი – „სამხედრო საქმე“ ქვეყნის მასშტაბით საჯარო სკოლებში აქტიურად მიმდინარეობს
თავდაცვის სამინისტროსა და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ერთობლივი საპილოტე პროექტი – „სამხედრო საქმე“ აქტიურად ხორციელდება. საქართველოს თავდაცვის ძალების შესახებ ცნობადობის ამაღლების, პოპულარიზაციისა და ახალგაზრდებში სამხედრო საქმის შესწავლის მიზნით, საგანი ქვეყნის მასშტაბით 137 საჯარო სკოლაში ისწავლება. მე-9 კლასის მოსწავლეებს სასწავლო პროგრამას თავდაცვის ძალების თადარიგის ოფიცრები ასწავლიან, რომლებმაც აღნიშნული პროექტისთვის შესაბამისი პედაგოგიური გადამზადება გაიარეს.
თადარიგის ოფიცერი პედაგოგი ამჯერად თბილისის, მიხეილ ჯავახიშვილის სახელობის 124-ე საჯარო სკოლაში იმყოფებოდა, სადაც საგანი „სამხედრო საქმე“ კვირაში ერთხელ ტარდება. გაკვეთილის თემა – ჯარისკაცის აღჭურვილობა იყო.
„სამხედრო საქმე“ მოსწავლეებს კომპლექსურ ცოდნას აძლევს საქართველოს თავდაცვის ძალების, სამხედრო განათლების და სამხედრო სამსახურის, იარაღთან და საბრძოლო მასალასთან მოპყრობის წესების შესახებ. პროგრამა პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენისა და საგანგებო სიტუაციების დროს მოქმედების უნარ-ჩვევების შესწავლასაც ითვალისწინებს.
თეორიული პროგრამის გავლის შემდეგ, მოსწავლეები „ერთი დღე ჯარში“ პროექტის ფარგლებში სამხედრო ბაზებს სტუმრობენ და ადგილზე ეცნობიან სამხედრო მოსამსახურეების სამუშაო პირობებს. ასევე, მოსწავლეებს, რომლებსაც გავლილი აქვთ საგანი „სამხედრო საქმე“, უპირატესობა ენიჭებათ საზაფხულო „ჯარის ბანაკში“ მოსახვედრად.
თავდაცვის სამინისტროსა და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ერთობლივ პროექტში 107 მასწავლებელი – თადარიგის ოფიცერია ჩართული, რომელთაც მოსწავლეებთან მუშაობის შესაბამისი სწავლება აქვთ გავლილი. თადარიგის ოფიცერს, რომელსაც საპილოტე პროექტში მონაწილეობის სურვილი გააჩნია, შეუძლია მიმართოს თავდაცვის სამინისტროს.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი სამხარაძე: მაშინ, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ მშვიდობიანი გზით ხელისუფლების დათმობას არ აპირებდა, სწორედ ერისკაცმა შეძლო იმ ცვლილების განხორციელება, რომელიც 2012 წლის 1 ოქტომბერს გამარჯვებით დასრულდა. დღეს ბევრს სურს ამ ისტორიული გამარჯვების საკუთარ თავზე მიწერა, თუმცა ამ პროცესის მთავარი მამოძრავებელი ძალა ბიძინა ივანიშვილი იყო

გურამ მაჭარაშვილი EPP-ის რეზოლუციაზე: როდესაც ევრობიუროკრატები ასე საუბრობენ საქართველოზე, რომელიც, მათივე ინსტიტუტების კვლევების მიხედვით, ევროკავშირში გაწევრიანებისთვის ყველა პირობას აკმაყოფილებს, ეს იმაზე მეტყველებს, რომ ისინი თავად არიან დიქტატორები