მარი ბიერე – საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი რეალურად გაჩერებულია და ასე იქნება, ვიდრე საქართველოს მთავრობა არ გამოაჩენს მტკიცე მზაობას, შეაბრუნოს კურსი და დაუბრუნდეს ევროკავშირში გაწევრიანების გზას

საბჭოში მიმდინარე საუბრები ადასტურებს, რომ საქართველოს მთავრობის ქმედებები არ შეესაბამება კანდიდატი ქვეყნისგან ევროკავშირის მოლოდინებს, – ამის შესახებ დანიის ევროპულ საქმეთა მინისტრმა, მარი ბიერემ ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ერთი წლის წინ ათასობით ქართველი ქუჩაში გავიდა თავისი დემოკრატიული უფლებების, სამოქალაქო თავისუფლების, და, ყველაზე მეტად, თავისი ძლიერი ევროპული მისწრაფების დასაცავად. მათი ევროპაში ყოფნის შესახებ მესიჯი თანმიმდევრული და მამაცია და პოლიტიკური ზეწოლის, დაშნებისა და საჯარო სივრცის შევიწროების მცდელობების მიუხედავად, ბევრმა აღსანიშნავი მდგრადობა გამოაჩინა.
ევროკავშირმა, მათ შორის ამ პარლამენტმა, რამდენჯერმე გამოხატა თავისი ღრმა შეშფოთება დემოკრატიულ უკუსვლაზე საქართველოში. ჩვენი წუხილებია: კანონის უზენაესობის გაუარესება, პოლიტიკურად მოტივირებული დაკავებები, დამოუკიდებელი მედიის რეპრესიები და 2025 წლის ადგილობრივი ს ჩატარება. ასევე შეშფოთებულები ვართ მიზანმიმართულ დეზინფორმაციასა და ევროკავშირის საწინააღმდეგო ნარატივებზე, რომლებსაც საქართველოს მთავრობა ავრცელებს.
წელს ასევე დავინახეთ პარლამენტებს შორის რეგიონული თანამშრომლობისგან საქართველოს დაშორება, ისეთ დროს, როდესაც დიალოგი ყველაზე საჭიროა. საქართველომ აირჩია მონაწილეობა არ მიეღო ერევანში Euronest-ის ასამბლეის შეხვედრაში.
საბჭოში მიმდინარე საუბრები ადასტურებს, რომ საქართველოს მთავრობის ქმედებები არ შეესაბამება კანდიდატი ქვეყნისგან ევროკავშირის მოლოდინებს. სამწუხაროდ, საქართველო ნამდვილად უკუსვლაშია 9 ნაბიჯზე, რომელთა საფუძველზეც მიენიჭა კანდიდატის სტატუსი.
შედეგად, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი რეალურად გაჩერებულია და ასე იქნება მანამ, სანამ საქართველოს მთავრობა არ გამოაჩენს მტკიცე მზაობას შეაბრუნოს თავისი კურსი და დაუბრუნდეს ევროკავშირში გაწევრიანების გზას. ეს საჭიროებს: ყველა უკანონოდ დაპატიმრებული პოლიტიკოსის, ჟურნალისტისა და აქტივისტის გათავისუფლებას, რეპრესიული კანონმდებლობის გაუქმებას, დემოკრატიული, ყოვლისმომცველი და გამძლე რეფორმების განხორციელებას, რაც ევროპული ინტეგრაციის პრინციპებს შეესაბამება, და ევროკავშირის წინააღმდეგ აგრესიული ნარატივის შეჩერებას.
მაგრამ საშუალება მომეცით ხაზი გავუსვა, რომ საქართველოს ევროპული გზა ღია რჩება. ჩვენ განაჩენს არ გავცემთ, ჩვენ საგზაო რუკას ვთავაზობთ ევროპული მომავლისთვის, რაც ქართველების უმრავლესობის სურვილს შეესაბამება. როდესაც კომენტარს ვაკეთებ პროტესტების დაწყების ერთ წლისთავზე, პატივი უნდა ვცეთ ათასობით ქართველს – სტუდენტებს, ჟურნალისტებს, აქტივისტებსა და უბრალოდ მოქალაქეებს – ვინც მშვიდობიანად დგას დემოკრატიისთვის. მათ დაახვედრეს ძალადობა, დაშინება, და უკანონო დაკავებები. მაგრამ მათ გააგრძელეს, მათი სიმამაცე შემახსენებელია, რომ ევროპული ღირებულებები ცოცხალია საქართველოში,” – განაცხადა ბიერემ.

.fb-background-color { background: #ffffff !important; } .fb_iframe_widget_fluid_desktop iframe { width: 800px !important; }