ხელოვნური ინტელექტით დაინტერესებული გოგოებისთვის საქართველოს ბანკი, Mastercard-თან და გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან (UN Women) თანამშრომლობით ერთობლივ პროექტს – AI სტიპენდია გოგოებისთვის ახორციელებს.
სასტიპენდიო პროგრამაზე განაცხადი 1500-ზე მეტმა მსურველმა შეავსო. გამარჯვებულების ვინაობა კი მალე გახდება ცნობილი.
ინიციატივის ფარგლებში, სტიპენდიატები მიიღებენ 100%-იან დაფინანსებას საქართველოს ბანკის პარტნიორ პროფესიულ აკადემიებში, შემდეგ კურსებზე:
Academy of Digital Industry
· ხელოვნური ინტელექტის პრაქტიკული კურსი
· AI ChatBots
Smart Academy
· ხელოვნური ინტელექტი პრაქტიკაში
Skillwill
· ხელოვნური ინტელექტი საოფისე სამუშაოსთვის
ScaleUp
· ხელოვნური ინტელექტი და მონაცემთა მეცნიერება
Tbilisi School of Communication
· ხელოვნური ინტელექტის საფუძვლები
· AI Agents & Automations
· AI ბიზნესის განვითარებაში
AgileSchool
· AI Automation
სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულების შერჩევა წინასწარ დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით მოხდება, რასაც თითოეული აკადემია ინდივიდუალურად განსაზღვრავს.




