დონეცკის ბაზარზე დარტყმის შედეგად მინიმუმ 27 ადამიანი დაიღუპა | უკრაინა მომხდართან კავშირს უარყოფს

თვითგამოცხადებულ დონეცკის სახალხო “რესპუბლიკაში” 22 იანვარი გლოვის დღედ გამოცხადდა. მიზეზი ქალაქ დონეცკში მომხდარი აფეთქებაა, რომელსაც, საოკუპაციო ხელისუფლების ცნობით, სულ მცირე 27 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა 25.
კვირას დონეცკის “მერკურის” ბაზრის ტერიტორია დაიბომბა. ს მიერ დანიშნული ე.წ. რესპუბლიკის მეთაური, დენის პუშილინი მომხდარში ს ადანაშაულებს.
უკრაინის შეიარაღებულ ძალებს დაბომბვასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადებები არ გაუკეთებიათ, მაგრამ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა უკრაინის თავდაცვის ძალების დაჯგუფება
“ტავრიამ” და თქვა, რომ მათ არ ჩაუტარებიათ საბრძოლო მოქმედებები. ეს ჯგუფი მოქმედებს აღმოსავლეთ ფრონტზე.
ბაზარი მდებარეობს დონეცკის სამხრეთ-დასავლეთ გარეუბანში, ფრონტის ხაზიდან დაახლოებით ათ კილომეტრ მანძილზე.