კლოუნადა, რომელიც დადგით ტრიბუნიდან, ღიმილის მომგვრელია, მორალური უფლება ხომ მაინც უნდა გქონდეს ადამიანს – გამიჯვნა, ტყუილი, გაქცევა, ეს არის თქვენი პოლიტიკური გენეტიკური კოდი

კლოუნადა, რომელიც დადგით ტრიბუნიდან, ღიმილის მომგვრელია, მორალური უფლება ხომ მაინც უნდა გქონდეს ადამიანს – გამიჯვნა, ტყუილი, გაქცევა, ეს არის თქვენი პოლიტიკური გენეტიკური კოდი
კლოუნადა, რომელიც დადგით ტრიბუნიდან, პოლიტიკური გამოსვლა – თქვენი შექმნილი საგამოძიებო კომისია არ გაიშვა – უბრალოდ, ღიმილის მომგვრელია ეს ყველაფერი, მორალური უფლება ხომ მაინც უნდა გქონდეს ადამიანს, – ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კირცხალიამ, გახარიას პარტიის წევრებს, რომლებმაც წარმოადგინეს დადგენილების პროექტი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ.
კირცხალიას განცხადებით, „ გამიჯვნა, ტყუილი, გაქცევა“ არის „გახარია – საქართველოსთვის“ პარტიის პოლიტიკური გენეტიკური კოდი. „როდესაც რაღაცაზე ვსაუბრობთ და ვახსენებთ დარბევას, საერთოდ -ს რომ ახსენებს გახარიას წარმომადგენლები, კი გაემიჯნეთ რამდენიმე დღის წინა გახარიას, მაგრამ ესეც თქვენი მორალური სახეა იმიტომ რომ, გამიჯვნა, ტყუილი, გაქცევა, ეს არის თქვენი პოლიტიკური გენეტიკური კოდი. სხვაგან სად წახვალთ. ამ კლოუნადას როგორ უნდა გავცეთ საერთოდ სერიოზული პასუხი, ამ პოლიტიკურ დაკვეთას, ძალიან სწორად შენიშნეს და გითხრეს ჩვენმა კოლეგებმა, რომ საიდან ჩანს, რომ დადგმული პოლიტიკური სიუჟეტი გინდოდათ გაგეთამაშებინათ დღეს აქ, სწორედ ამ კითხვებისგან, ერთმანეთს რომ უსვამდით.
ესეც ღიმილის მომგვრელია და დღესაც გითხარით, რომ ალბათ ახალია თქვენთვის საპარლამენტო ცხოვრება და ასეთ შეცდომას შემდეგი დაკვეთის დროს, იმედია სხვა დროს აღარ დაუშვებთ და კიდევ ერთი კითხვა თქვენგან რომელია სტიპენდიატთან, თქვენი პარტიის თავმჯდომარესთან კონტაქტზე, საიდანაც დაკვეთები მოდის. ცოტა ღრმად ჩაგიშალონ ხოლმე რა უნდა გააკეთოთ , როგორ და რა პასუხები გასცეთ,“- განაცხადა ირაკლი კირცხალიამ. ირაკლი კირცხალია „გახარია – საქართველოსთვის“ პარტიის წევრებს შეახსენებს, თუ როგორ აღმოჩნდნენ ისინი პარლამენტში და როგორ მოიპოვეს 12 მანდატი. „გრცხვენოდეთ, რომ საზოგადოების სახელით საუბრობთ. რომელი საზოგადოების სახელით საუბრობთ, არ გრცხვენიათ? ხომ არ დაგავიწყდათ აქ როგორ ხართ? ყოველთვის შეგახსენებთ, რა 12 მანდატზე საუბრობთ, რა ლეგიტიმაციაზე. ვინ არის თქვენი საზოგადოება? ის 300-კაციანი დახელფასებული ბრბო, რომელიც რუსთაველის გამზირზე დარბის? თუ გიგაური, ლომჯარია და „სამოქალაქო საზოგადოება”, გახარია და „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ თითოეული დანაყოფი? სირცხვილია, მეგობრებო. კარგი მენეჯერი აიყვანეთ და თანხა მაინც აიღეთ, გაინაწილეთ შემდეგი დაკვეთების შესასრულებლად, ვინმეს რამეში გამოდგებით თავისი დესტრუქციისთვის,“- განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

2025 წლის ფულის გათეთრების აღკვეთის ინდექსი დასავლეთიდან მომდინარე უსაფუძვლო კრიტიკის საუკეთესო პასუხია და ფაქტებით ამტკიცებს, რომ ქვეყანაში არსებობს კანონის ფუნქციონალური სისტემა, ფინანსური კონტროლის მექანიზმები და ეკონომიკური სტაბილურობა

წონადმა უცხოელმა ანალიტიკოსებმა მორიგი მითი დაამსხვრიეს საქართველოს ე.წ. “შავ საფინანსო ხვრელზე” – Basel AM-ის ინდექსით, ფულის გათეთრების აღკვეთის კუთხით, საუკეთესოებს შორის ვპოზიციონირებთ

მნიშვნელოვანია არა მხოლოდ 14 წლამდე პირებისთვის რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის ცენტრის შექმნის ინიციატივა, არამედ საკანონმდებლო პაკეტიც, რომლის ფარგლებში მკაცრდება იმ პირების პასუხისმგებლობა, ვინც შესაძლოა არასრულწლოვანები საკუთარი დანაშაულებრივი მიზნების განსახორციელებლად გამოიყენოს