პარიზში ახალი საიმიგრაციო კანონი გააპროტესტეს

პარიზის ქუჩებში ათასობით ადამიანი ახალი საიმიგრაციო კანონის გასაპროტესტებლად გამოვიდა. – ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „როიტერი“ ავრცელებს.
აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ მათთვის ვისაც შესაბამისი დოკუმენტები არ აქვთ ცხოვრება მარტივი არ არის
აქციის მონაწილეები აცხადებენ იმასაც, რომ მათ სურთ კანონი, რომელიც მათ სათანადო მუშაობის და დამსაქმებლისგან სათანადო მოპყრობის საშუალებას მისცემს. მომიტინგეები აცხადებენ რომ ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს საფრანგეთში მიგრანტად ჩასვლის უფლება.
საფრანგეთის პარლამენტმა დეკემბრის თვეში ახალი საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრების კანონი დაამტკიცა. საკანონმდებლო ცვლილებები საფრანგეთში არალეგალურად ჩასული მიგრანტების დეპორტაციის გამარტივებას და სოციალური დახმარების მიღების გართულებას ითვალისწინებს.