უარი, მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ, პალესტინელი ტყვეების გათავისუფლებასა და ღაზიდან ჯარების გაყვანაზე – ნეთანიაჰუ “ჰამასის ” მოთხოვნას არ იღებს

ომის 108 დღეა ახლო აღმოსავლეთში. საბრძოლო მოქმედებები გრძელდება ღაზის სექტორის სამხრეთ მდებარე ქალაქ ხან-იუნისში. ისრაელის არმიის ინფორმაციით, აღმოჩენილია “ჰამასის” ერთ-ერთი გვირაბი, რომელიც 20-მდე მძევლის დასაკავებლად გამოიყენებოდა. სამხედროებმა ადგილზე ასაფეთქებლები, ხაფანგები და სხვა სახის დაბრკოლებები აღმოაჩინეს.
ისრაელის პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ ის არ იღებს “ჰამასის ” მოთხოვნას – საუბარია პალესტინელი ტყვეების გათავისუფლებასა და ისრაელის ჯარების გაყვანაზე ღაზიდან, მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ.
“თუ ამაზე დავთანხმდებით, ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფას ვერ შევძლებთ“, – განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში

ევროკავშირიც, ბრიტანეთიც და აშშ-ის ყოფილი ადმინისტრაციაც დაინტერესებულები იყვნენ, ომი არ დასრულებულიყო. დღეს ვინ იღებს პასუხისმგებლობას, რომ მილიონამდე უკრაინელია დაღუპული. რომ არ ჩაშლილიყო სტამბულის შეთანხმება, ეს ყველაფერი ხომ არ მოხდებოდა