ბენიამინ ნეთანიაჰუ მძევლების გათავისუფლების შესახებ „ჰამასის“ პირობებს უარყოფს

ისრაელის პრემიერ-მინისტრი, აცხადებს, რომ არ მიიღებს „ჰამასის“ მოთხოვნას ღაზაში მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ ომის შეწყვეტის შესახებ.
„ამაზე ვმუშაობ 24 საათის განმავლობაში. მაგრამ გარკვევით რომ ვთქვათ: პირდაპირ უარვყოფ „ჰამასის“ მონსტრების მიერ შემოთავაზებულ კაპიტულაციის პირობებს“, – თქვა მან.
ნეთანიაჰუს თქმით, „ჰამასმა“ მოითხოვა ომის შეწყვეტა, პალესტინელი ტყვეების გათავისუფლება და ს ჯარების გაყვანა ღაზადან მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ.
„თუ ამას დავთანხმდებით, ნიშნავს, რომ ჩვენი ჯარისკაცები ამაოდ დაეცნენ. თუ ამაზე დავთანხმდებით, ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფას ვერ შევძლებთ“, – განაცხადა ისრაელის პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ანა ბუჩუკური – მამუკა ხაზარაძემ თქვა, თითქოს, ახალი პირობები წამოაყენაო გახარიამ, ეს სიმართლეს არ შეესაბამება – ხაზარაძემ თავის ბრიფინგში დაადასტურა, რომ მაინც და მაინც სამართლიანი არ იყო მათი პირობები