მოსამართლის ახალი შეზღუდვა ჟურნალისტებს

მოსამართლის ახალი შეზღუდვა ჟურნალისტებს
მოსამართლემ, თამარ მახარობლიძემ ახალი შეზღუდვა დაუწესა ჟურნალისტებს, მას შემდეგ, რაც კამერებისთვის ისედაც ჩაკეტილია სასამართლო პროცესი.
მედიის იმ წარმომადგენლებს, რომლებმაც ინფორმაცია გარეთ გასაშუქებლად უნდა გამოიტანონ, თამარ მახარობლიძე სასამართლო პროცესიდან გასვლის და უკან დაბრუნების უფლებას არ აძლევს.
მაშინ, როცა სასამართლო დარბაზში კი არა ეზოშიც კი უკრძალავენ ჟურნალისტებს გადაღებას და როდესაც არის მრავალპირიანი პროცესი და ვიცით, რომ არის საზოგადოებსი მაღალი ინტერესი, საჭიროა ადამიანებმა იცოდნენ რა ხდება ლაივ-რეჟიმში და საჭიროა, რომ ჟურნალისტები ესწრებოდნენ და ჰქონდეთ შესაძლებლობა, ხალხს ინფორმაცია მიაწოდონ. ეს მოსამართლეებზეა დამოკიდებული. არიან მოსამართლეები, რომლებიც ჟურნალისტებს აძლევენ პროცესიდან გასვლის და შემოსვლის უფლებას. სამწუხაროა, რომ ამათი ვარაუდით ისეთი ხდება დარბაზში, რომ არ უნდათ საზპოგადოებამ ამის შესახებ შეიტყოს. საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი ემსახურება იმას, რომ სასამართლოში განხილვა იზოლირებული იყოს და საზოგადოებამ არ იცოდეს. სინამდვილეში, ჩვენ, ყველამ კარგად უნდა გავიაზროთ, რომ ეს უფლება ხალხს აქვს დელეგირებული სასამართლოსთვის. სასამართლო ანგარიშვალდებულია საზოგადოებასთან, შესაბამისად სწორიედ დემოკრატიული პრაქტიკა იქნება, მისცენ ჟურნალისტებს შესაძლებლობა იმუშაონ ნორმალურად”, – ამბობს ადვოკატი ჩელე ყურუა.
პროკურატურა ამბობს, რომ სასამართლოში წესრიგი სრულად სასამართლოს გადასაწყვეტია და მის აზრს მნიშვნელობა არა აქვს.
ეს არის სრულიად სასამართლოს გადასაწყვეტი საკითხი, ჩემი მოსაზრება აქ არ იქნება მნიშვნელოვანი, – ამბობს პროკურორი.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას: სანამ 24 საათი ისაუბრებთ, გაარჩევთ რას აკეთებს ან რა უნდა ივანიშვილს, მანამდე ვიქნებით ამ ტყლაპოში. მანამდე დაგვამარცხებენ და ქუჩებში დახოცავენ 17 წლის ვაჟკაცებს!

ნიკა გვარამია – უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წელიწადნახევარში ოთხჯერ რომ ცვლი, ესე იგი გეშინია – არ ვიცი, რეალური შეთქმულების თუ თავში მოგონილის, ორივე ახასიათებს ივანიშვილს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს შიშის ნიშანია