რომის პაპი ჰაიტიში გატაცებული მონაზვნების გათავისუფლებისკენ მოუწოდებს

რომის პაპი ფრანცისკე ჰაიტიში გატაცებული მონაზვნების გათავისუფლებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

„გულწრფელად ვითხოვ მათ გათავისუფლებას, ვლოცულობ ქვეყანაში სოციალური ჰარმონიისთვის.ყველას მოვუწოდებ, შეწყვიტოს ძალადობა, რომელიც ძვირფასი მოსახლეობის ამდენ ტანჯვას იწვევს”- განაცხადა ფრანცისკემ.

შეგახსენებთ, რომ ჰაიტიში უნივერსიტეტისკენ მიმავალ ავტობუსში მყოფი წმინდა ანას დების კონგრეგაციის ექვსი მონაზონი გაიტაცეს. მათთან ერთად გაიტაცეს ავტობუსში მყოფი სხვა პირებიც, მათ შორის მძღოლიც. ჯერჯერობით უცნობია გატაცებაში ბრალდებულის ვინაობა.

ასევე დაგაინტერესებთ

რომეო მიქაუტაძის ადვოკატმა მოსამართლეს 100 000-ლარიანი გირაო, საგამოძიებო ორგანოში გამოცხადება და ელექტრონული სამაჯურის გამოყენება შესთავაზა, თუმცა მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და მიქაუტაძე პატიმრობაში დატოვა