მედია: შეძლებდნენ თუ არა “ოცნების” წევრები თვეში 255 ლარად თავის რჩენას? – დეპუტატების პასუხები (ვიდეო)

ვის ეყოფა თვეში საარსებოდ 255 ლარი? – საქსტატის ახალი მონაცემებით, სწორედ 255 ლარია თვეში ადამიანების საარსებო მინიმუმი ჩვენს ქვეყანაში.

დღეს “პირველებმა” “ოცნების” წევრებს, რომელსაც წელს ხელფასი ისევ გაეზარდათ, ჰკითხა, თავად თუ შეძლებდნენ დღეში 8 ლარად და 50 თეთრად თავის რჩენას.

  • საქსტატის ახალი მონაცემებით, სწორედ 255 ლარია თვეში ადამიანებსი საარსებო მინიმუმი ჩვენს ქვეყანაში.

“ოცნების” წევრების ნაწილმა კითხვას საერთოდ არ უპასუხა – ასეთები იყვნენ მარიამ ლაშხი და ეკა ჭიჭინაძე.

ღმერთო ჩემო, ვინა ხართ. მე თქვენს ტელევიზიას პასუხს არ ვცემ. თქვენ ხართ მატყუარა ტელევიზია” – ამბობს ეკა ჭიჭინაძე.

ლადო ბოჟაძე კი ამბობს, რომ საქართველოში ზოგ ადამიანს საარსებო მინიმუმზე დაბალი ხელფასიც კი აქვს.

საარსებო მინიმუმზე დაბალი ხელფასი სამწუხაროდ საქართველოში ადამიანებს აქვთ, რაც თავისთავად ძალიან ცუდია.  შეგიძლიათ გამოითხოვოთ ეს. თუ გაინტერესებსთ რა სტანდარტით ითვლის საარსებო მინიმუმს სტატისტიკის სამსახური, უნდა მიმართოთ სტატისტიკის სამსახურს. აქ მხოლოდ არსებობაზეა საუბარი,  აქ მხოლოდ არსებობაზეა საუაბრი, რომ ადამიანმა შენარჩუნოს ჯანმრთელობა, სიცოცხლე, შესაბამისი კალორიები და ა.შ. 

საქართველოში საარსებო მინიმუმი თვეში 255 ლარია – საქსტატმა 2025 წლის იანვარ-ნოემბრის სტატისტიკა გამოაქვეყნა.

საქსტატის მიხედვით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში საარსებო მინიმუმი 23 ლარით, ანუ 10%-ით, არის გაზრდილი.

  • საქსტატი ამჟამად ორი ტიპის საარსებო მინიმუმს აქვეყნებს, ესაა საშუალო მცხოვრებლის საარსებო მინიმუმი, რაც მეთოდოლოგიის მიხედვით 255 ლარს შეადგენს, ხოლო მეორეა შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმი, რაც 288 ლარს შეადგენს. ეს მაჩვენებელი წლიურად ასევე 10%-ით, ანუ 26 ლარით არის გაზრდილი.

ცნობისთვის, საარსებო მინიმუმი დგინდება მინიმალური სასურსათო კალათის საფუძველზე. მინიმალური სასურსათო კალათა არის კვების პროდუქტების განსაზღვრული ნორმატიული კალათა, რომელიც შეიცავს შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის ნორმალური სიცოცხლისა და შრომისუნარიანობისათვის ფიზიოლოგიურად აუცილებელ საკვების რაოდენობას, მისი შემადგენელი ელემენტების (ცილების, ცხიმების და ნახშირწყლების) და კალორიულობის მინიმალურ ოდენობას.