უკრაინამ კომუნისტური პარტიის ლიდერზე ძებნა გამოაცხადა

უკრაინამ აკრძალული კომუნისტური პარტიის ხელმძღვანელ, პეტრო სიმონენკოზე ძებნა გამოაცხადა. ქვეყნის უშიშროების სამსახური მიიჩნევს, რომ სიმონენკოს დან ევაკუაცია ს სპეცრაზმმა განახორციელა.
უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ სიმონენკო 2023 წლის 19 აგვისტოს გაუჩინარდა. მანამდე კი, 11 აგვისტოს, უკრაინის უშიშროების სამსახურმა განაცხადა, რომ სიმონენკო რუსეთის აგრესიის გამართლებასა და ხელისუფლების ხელში ჩაგდების საჯარო მოწოდებებში იყო ეჭვმიტანილი.
“კიევის რეგიონის ოკუპაციის დროს მან მიმართა რუსეთის უმაღლეს სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას აგრესორ სახელმწიფოში ევაკუაციის თხოვნით”, – წერია უწყების განცხადებაში.
ცნობისთვის, 1990-იანი და 2000-იანი წლების დასაწყისში სიმონენკო ერთ-ერთი მთავარი უკრაინელი პოლიტიკოსი იყო, რომელმაც საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა არაერთხელ მიიღო. ის ასევე იყო უმაღლესი რადის ერთ-ერთი უდიდესი ფრაქციის ლიდერი, თუმცა, 2014 წლის რევოლუციის შემდეგ, კომუნისტური პარტიის მხარდამჭერთა რიცხვი მკვეთრად შემცირდა.