რობ რაინერის შვილს მშობლების მკვლელობისთვის ბრალი წაუყენეს – ბრალდებები სამუდამო პატიმრობას ან სიკვდილით დასჯას ითვალისწინებს

ამერიკელი რეჟისორის რობ რაინერისა და მისი მეუღლის, მიშელის ვაჟს, ნიკ რაინერს, რომელიც მშობლების მკვლელობის ბრალდებით დააკავეს, ბრალი პირველი ხარისხის მკვლელობის ორი მუხლით წაუყენეს, – ინფორმაციას CNN-ი ლოს-ანჯელესის ოლქის პროკურატურაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ბრალდებები ითვალისწინებს სამუდამო პატიმრობას პირობით ვადამდე გათავისუფლების უფლების გარეშე ან სიკვდილით დასჯას. პროკურორებს ჯერ არ გადაუწყვეტიათ, მოითხოვენ თუ არა ამ საქმეში სიკვდილით დასჯას.
მკვლელობასთან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება.
შეგახსენებთ, ამერიკელი რეჟისორი და მსახიობი რობ რაინერი და მისი მეუღლე, მიშელ სინგერ რაინერი ლოს-ანჯელესში, საკუთარ სახლში გარდაცვლილები იპოვეს. რეჟისორი და მისი მეუღლე ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობებით გარდაიცვალნენ. მკვლელობის ბრალდებით მათი შვილი, ნიკ რაინერი დააკავეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას: სანამ 24 საათი ისაუბრებთ, გაარჩევთ რას აკეთებს ან რა უნდა ივანიშვილს, მანამდე ვიქნებით ამ ტყლაპოში. მანამდე დაგვამარცხებენ და ქუჩებში დახოცავენ 17 წლის ვაჟკაცებს!

ნიკა გვარამია – უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წელიწადნახევარში ოთხჯერ რომ ცვლი, ესე იგი გეშინია – არ ვიცი, რეალური შეთქმულების თუ თავში მოგონილის, ორივე ახასიათებს ივანიშვილს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს შიშის ნიშანია