„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიში

„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიში
თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, პაატა პატიაშვილი და თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი გიორგი მათიაშვილი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის 2025 წლის ანგარიშის წარდგენას დაესწრნენ.
როგორც პაატა პატიაშვილმა ღონისძებაზე აღნიშნა, დაჭრილ-დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებზე ზრუნვა სახელმწიფოს ვალდებულება და პასუხისმგებლობაა.
„სამინისტროსა და ფონდის ერთობლივი ძალისხმევით, 2024-2025 წლებში 1.5 მლნ ლარის მობილიზება მოხერხდა. ამავე პერიოდში, სამინისტრომ ბიუჯეტიდან 12 მლნ ლარი გამოყო, რაც დაჭრილ-დაშავებული მეომრების სხვადასხვა საჭიროებას მოხმარდა. თქვენი გმირობა და თქვენი თავდადება ის მყარი საყრდენია, რომელზეც დგას დღეს საქართველოს სახელმწიფოებრიობა. დაჭრილ-დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებზე ზრუნვა სახელმწიფოს, ყველა მოქალაქის ვალდებულება და პასუხისმგებლობაა“, – განაცხადა პაატა პატიაშვილმა.
თავდაცვის სამინისტროს სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტის უფროსმა, ირაკლი უჯმაჯურიძემ დამსწრე საზოგადოებას თავდაცვის სამინისტროს მიერ დაჭრილ-დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებზე ზრუნვის მიმართულებით განხორციელებული ღონისძიებები გააცნო.
სტუმრებს სიტყვით მიმართეს „სილქნეტის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, გიორგი რამიშვილმა, ფონდის გენერალურმა დირექტორმა დავით მამულაიშვილმა და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ.
ღონისძიებას თავდაცვის მინისტრის მოადგილეები, დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეები, ვეტერანები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ბიზნესისა და საზოგადოების წარმომადგენლები დაესწრნენ.
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდი“ კომპანია „სილქნეტის“ პატრონაჟით 2018 წლიდან ფუნქციონირებს. მისი მთავარი მიზანი სხვადასხვა საბრძოლო მოქმედებასა თუ საერთაშორისო მისიაში დაჭრილ სამხედრო მოსამსახურეებსა და ვეტერანებზე ზრუნვაა. ფონდი თავდაცვის უწყებასთან ერთად დაჭრილ მებრძოლებს სამედიცინო მომსახურებით, კვლევებით, რეპროთეზირებით, სხვადასხვა სამედიცინო მიმართულებით, უმაღლესი განათლებისა და პროფესიული გადამზადების კურსების დაფინანსებით უზრუნველყოფს.
ღონისძიებაზე გაფორმდა მემორანდუმი ფონდსა და SABADO Leadership Academy-ს შორის, რომლის თანახმად, „საბადოში“ გამართული საგანმანათლებლო ღონისძიებები ხელმისაწვდომი იქნება „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ ბენეფიციარების არასრულწლოვანი შვილებისთვის.

ასევე დაგაინტერესებთ

ასეთი არასწორი დამოკიდებულებით, როგორც ახლა ვიტყოდით, „პრიორიტეტებით“, ვცოდავთ და ღმერთს ვშორდებით. შემდეგ კი გვიკვირს, რატომ გამიწყრა ღმერთი, რატომ მიმატოვა, როცა ჩავვარდი ამა თუ იმ მძიმე განსაცდელში

კოალიციის მთავარი ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი აკეთებს განცხადებას, რომ “ფორმულამ” ნახევარი მილიონი, შავი ფული აიღო 4 ოქტომბრის თემის აწევაში – კოალიციის სხვა ლიდერები რატომ არ გმობენ ოპოზიციურ მედიაზე ასეთ თავდასხმას?გეზარებათ გიჟთან ჭიდაობა?

სალომე, გავრილოვის ღამეს თბილისში იყავი და არა ბელარუსში, როგორც ამბობ და რაღაც არ მახსოვს, ხალხის ცემა და თვალების დათხრა მაშინ გაგეპროტესტებინოს – მეცო-სოპრანო მზია ნიორაძე სალომე ზურაბიშვილს